ახალი ამბებისხვა

მოსწავლეებისა და ისტორიული შენობის ბედი დღემდე გაურკვეველია

შეხვდებიან თუ არა მომავალ ახალ სასწავლო წელს ბავშვები კეთილმოწყობილ სკოლის შენობაში

2 საუკუნის ხით ნაგები შენობა. ჩამონგრეული კედლები, არამყარი იატაკი, არაკეთილმოწყობილი საკლასო ოთახბი. ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის  საჯარო სკოლაა, სადაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს არც თუ ისე სახარბიელო პირობებში უწევთ სწავლის პროცესის ჩატარება.

სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლა დანგრევის პირას არის

სკოლის შენობა 1865 წელს არის აშენებული და ის თავდაპირველად ბატონებს, თავად ყორღანაშვილებს ეკუთვნოდა. მას შემდეგ რაც ბატონყმობა გადავარდა აღნიშნულ შენობაში საბჭოთა კავშირის პერიოდში 3 წლიანი დაწყებითი სკოლა გაიხსნა, 3 წლის შემდეგ  ბავშვები უახლოეს  სკოლაში აგრძელებდნენ სწავას, რომელიც სოფელ ბოგვში მდებარეობდა.

1956 წელს სკოლა ჯერ 7 წლიანი შემდეგ კი ეტაპობრივარ  8 და 9 წლიანი გახდა. დღეს სკოლა 9 წლიანია და სოფელში მოსახლეობის სიმცირის გამო აქ მხოლოდ 25 ბავშვი სწავლობს.  9 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები უახლოეს, სოფელ ასურეთის სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

არსებობს იმის საშიშროება , რომ სოფელს ბავშვების სიმცირის გამო სკოლა აღარ ქონდეს. არც ახალი  სკოლის აშენების საკითხია ბოლომდე გადაწყვეტილი. ბოლო წლებში შენობას რამოდენჯერმე  ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, მაგრამ  ეს მხოლოდ ფუჭად გახარჯული თანხებია, რადგან შენობა ძალიან ძველია.

სოფელ ენაგეთის სკოლის დირექორის შუქური მძელურის თქმით სკოლის აშენებას 2015 წლის ბოლომდე თავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მნისტრი  თამარ სანიკიძე დაპირდა, მაშინ როცა სკოლის დირექტორებთან მინისტრს პირადად ქონდა შეხვედრა.

თუმცა რესურსცენტრის უფროსის, გულნაზი აფციაურის ინფორმაციით ჯერ მხოლოდ იმ სკოლების მშენებლობა იგეგმება სადაც 100 და მეტი ბავშვი სწავლობს. ენაგეთის საჯარო სკოლაში კი  მხოლოდ 25 ბავშვია. რა ბედი ეწევა სოფელს, შეხვდებიან თუ არა მომავალ ახალ სასწავლო წელს ბავშვები ახალ კეთილმოწყობილ სკოლის შენობაში ჯერ კიდე განხილვის საკითხია.

სტატიის ავტორი: თათია გოგიაშვილი



 

 

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here