პოლიტიკა

რა გაკვეთილები ვისწავლეთ მარტის მოვლენებიდან კონფლიქტის პრევენციისათვის?

ამა წლის 8-9 მარტის მშფოთვარე მოვლენებმა, ქვეყანა და საზოგადოება ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დააყენეს. კონფლიქტს რომლის ნიადაგზეც მძაფრი საპროტესტო აქციები აღმოცენდა, შეიძლება ვუწოდოთ როგორც ღირებულებითი და მსოფლხედველური კონფლიქტი, ასევე გარკვეულწილად კონფლიქტი თაობათა შორის.

მართალია, საპროტესტო აქციები დროებით ჩაცხრა, რადგანაც კონფლიქტის გამომწვევი  მიზეზი და საბაბი ფორმალურად მოიხსნა, მაგრამ კონფლიქტოგენური გარემო დარჩა. როგორც იტყვიან, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ მუგუზლებიღვივიან.

იმისათვის, რომ გავერკვეთ რა, როგორ, რატომ, როდის და რისთვის მოხდა, გავაცნობიეროთ კონფლიქტი, როგორცადამიანთასოციალურიკავშირების, მოქმედებებისადაქცევებისარსებითიმხარე. როგორც შესაბამის ლიტერატურაში, ასევე ზოგადად ჩვენს სოციუმში  კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის  განსხვავებული    სტრატეგიის შესახებ.

კონფლიქტური    სიტუაციები   წარმოიქმნება  საზოგადოებრივი   ცხოვრების  ყველა სფეროში

ეს იქნება ეკონომიკა ,პოლიტიკა,ყოფაცხოვრება,კულტურა თუ იდეოლოგია.ისინი გარდაუვალია,როგორც საზოგადოებისა და თვითადამიანის განვითარების განუყოფელი კომპონენტი.

სინამდვილეში, განაშე  იძლება წარმოვიდგინოთ ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება ან ორგანიზაციის საქმიანობაში გა დაძაბულობის,წინააღმდეგობების,უძრაობისა და  ჩამორჩენილობის    დაძლევის, ინტერესების  შეჯახებებისა  და   ბრძოლის    გარეშე?

კონფლიქტში   მყოფნი   ძალიან    ხშირად  არ  უსმენენ     ერთმანეთს, ამახინჯებენ  ოპონენტისაგან   მომავალ   ინფორმაციას (კომუნიკაციის   დამახინჯება), რაც კონფლიქტის შემდგომ   ესკალაციას, ზოგჯერ   კი  მასში   მესამე პირის  ჩათრევას   იწვევს.

კონფლიქტის  ხშირი  მიზეზია ერთი და  იგივე   მოვლენის, სიტუაციის სხვადასხვაგვარი აღქმათუ    ინტერპრეტაცია  სხვადასხვა     მხარისმიერ. მე, შენ, იმას სხვადასხვა სუბიექტური რეალობა    გვაქვს. ღირებულებათა   კონფლიქტი   აღმოცენდება, როდესაც მხარეებს განსხვავებულად    ესმით, თუ     რა  არის     კარგი და    ცუდი, ლამაზი  დამახინჯიდაა.შ.ურთიერთდამოკიდებულებათა      კონფლიქტი    გვაქვს, როდესაცმხარეები, მარტივად      რომ    ვთქვათ, ნერვებს     უშლიან      ერთმანეთს.

კონფლიქტს ასევე კვებავს კონკურენცია – მხოლოდ   მე, მხოლოდ  ჩემი  საქმე  გაკეთდეს  და „ვაი“   დამარცხებულებს! იშვიათად თუ აღიარებენ დაპირიპირებული მხარეები კომპრომისს – მე  ამას   დავთმობ, შენ   იმას, შევთანხმდით?   ზოგს კონფლიქტის არიდება ურჩევნია – დამანებეთ  თავი, კისერი გიტეხიათ! შეგუება – რაც არის, ეგ არის, შეჩვეული ჭირი მირჩევნია… თანამშრომლობა – ჩვენც კარგად ვიყოთ და საქმეც   ერთად    ვაკეთოთ.

ჩვენს საზოგადოებაში ბუნებრივია განსხვავებული ხარისხით და გამოვლინებით, ვხედავთ როგორც ერთ, ისე მეორე, ასევე მესამე ტიპის მიდგომებსაც.

სამწუხაროდ, ვერც სახელმწიფო სტრუქტურებმა და ვერც საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, კონფლიქტების მიმართ შემოქმედებითიმიდგომა ვერ გამოიმუშავეს, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა კონფლიქტების თავიდან არიდებაში. ასეთი მიდგომა გვეხმარება პრობლემები ახალ შესაძლებლობებად ვაქციოთ, რაც შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებლის გამოტანას გულისხმობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომა სულაც არ ნიშნავს არსებულ სირთულეებს თვალი აარიდო. მოიტყუო თავი, თითქოს ყველაფერი კარგადაა, როდესაც ასე არ არის, იგივეა, რაც დამპალი ვაშლის გადაღებვა.

ამას არაფერი საერთო არა აქვს შემოქმედებით მიდგომასთან. თავის მოკატუნება, თითქოსდა

დაშვებული შეცდომა არ მოითხოვს გამოსწორებას, სიკეთეს არ მოგვიტანს. შემოქმედებითი

მიდგომისას ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციაში თქვენ აღიარებთ საკუთარ გრძნობებს და

შემდგომ ფიქრობთ, თუ რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოთ.როდესაც კონფლიქტური სიტუაცია გექმნებათ, შეიძლება იჩხუბოთ, იტიროთ, მაგრამ შემდგომ? მერე უნდა დაფიქრდეთ, გააანალიზოთ მდგომარეობა და კითხოთ საკუთარ თავს, თუ რა სარგებლობის გამოტანა შეგიძლიათ არსებული სიტუაციიდან. ამაში მდგომარეობს საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელიც კვლავ სწორ გზაზე გაგიყვანთ

 

გეცნობათ შემდეგი სიტუაციები?

  • შექმნილი მდგომარეობა უიმედოდ გეჩვენებათ და თქვენ სასოწარკვეთილებას მიეცემით.
  • ხელსაყრელი გარიგება ჩაგეშალათ.
  • თქვენმა საქციელმა ვიღაცა გაანაწყენა.
  • თქვენ ახლახან საშინელი შეცდომა დაუშვით.

 

მოდით შევეცადოთ მივუსადაგოთ ყოველივე ზემოთქმული რამდენიმე დღის წინ მომხდარ მძიმე პროცესებს, მასში მონაწილე დაინტერესებული მხარეების, ასევე მთლიანად საზოგადოების პოზიციებს და ქცევას. თუ ყველაფერს პირუთვნელად გავაანალიზებთ, ალბათ მივალთ დასკვნამდე, რომ წინააღმდეგობრივი კანონპროექტის გაწვევა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თუმცა როგორც აღმოჩნდა არასაკმარისი, რადგანაც კონფლიქტოგენური გარემო, გამოწვეული შეურიგებელი რიტორიკით, კვლავ რჩება. მეტიც, ის ემოციური რიტორიკა რაც მიტინგების დროს სპონტანურად გაჩნდა ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მისამართით,  შესაძლოა ახალი და უფრო სახიფათო კონფლიქტის წყაროც კი გახდეს და ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.

 

ზაალ ანჯაფარიძე

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშოროსო ცენტრის კავკასიური დიალოგის პროგრამის კოორდინატორი

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here