ახალი ამბებიპოლიტიკა

ასე ერთსულოვანი მსოფლიო არასოდეს არ ყოფილა

ასე ერთსულოვანი მსოფლიო არასოდეს არ ყოფილა, რუსეთის აგრესიამ შეძრა არამარტო უკრაინა, ყველა მოქალაქე ფიქრობს, რითი დაეხმაროს და გაამხნევოს უკრაინელი მოსახლეობა, ამიტომ ჩვენ მიღებული ინფრმაციის შემდეგ გადავწყვიტეთ ჯგუფმა ,,პროტესტიმა” ინიციატივია გამოიჩინოს – დავეხმაროთ ჩვენს ხარკოველ მეგობრებს უკრაინაში. ვინაიდან მერამდენე დღეა ყველაზე მეტ დარტყმებს უკრაინის სწორედ ამ ქალაქში მცხოვრებნი განიცდიან. იქ არ წყდება ფაქტიურად ბომბების ხმა. დღეს ერთი ოჯახი დამიკავშირდა ხარკოვიდან პირადად მე და მითხრა 1 კილო პურის ფქვილი იყო მათი ბოლო საკვები. ამოეწურათ მარაგი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა…
მოკლედ, ძვირფასებო ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ცხელ წერტილში, კერძოდ ქალაქ ხარკოვში ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს ფულადი თანხა გადავურიცხოთ, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით, მონაწილეობა მიიღეთ ამ კეთილ საქმეში. შემოსული თანხა შესაძლებლობის შემთხვევაში გადაირიცხება ბანკიდან უკრაინაში ან შევიძენთ პროდუქტებს, საჭირო მედიკამენტებს და მივაწვდით შესაბამის ორგანიზაციებს. ყველა შემომწირველის ვინაობა სურვილის შემთხვევაში გასაჯაროვდება და თითოული შეგროვილი თანხა, თუ სად და როგორ გადაირიცხა იქნება საჯარო. ქველმოქმედების მსურველებს თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ამ ანგარიშზე: GE87CR0120002253524506 კახაბერ მიხანაშვილი , საქართველოს ბანკი. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591020624, 579 926565
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
პატივისცემით ჯგუფ ,,პროტესტის” ადმინისტრაცია

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here