ანონსიახალი ამბები

ჩვენ ერთად ვამარცხებთ ნარკოდამოკიდებულებას!

მედიატური  გრემის ცენტრში

იმედის კუნძული დამოკიდებული ადამიანებისთვის – სწორედ, ასე უწოდებენ გრემის სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც წამალდამოკიდებული  ადამიანები ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსს გადიან. ცენტრი, 2015 წელიდან ფუნქციონირებს, საინფორმაციო   სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,,თანადგომა’’-ს ინიციტივით და მისი მიზანია ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე   დამოკიდებულ   ადამიანებზე ზრუნვა, რათა ისინი     დაუბრუნდნენ    ოჯახს და საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები  და არტთერაპევტები   ეხმარებიან  ბენეფიციარებს  სიფხიზლის      შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების   დაძლევაში, საკუთარი   თავის    მიმართ   დაკარგული     კონტროლის     აღდგენაში.

გრემის       ფსიქო-სოაციალური     რეაბილიტაციის     ცენტრის    მიმართ       ინტერესი        ყოველთვის იყო – ის    პირველი      ქალაქგარეთა, სადღეღამისო       დაწესებულებაა, რომელიც     მრავალი წელი სრულიად უფასო     სერვისებს    სთავაზობდა     წამალდამოკიდებულ      ადამიანებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის პროექტის  დაფინანსების დასულების შემდეგ      კი, ბენეფიციარებს თავად უწევს საფასურის გადახდა.   პანდემიის პერიოდში, ცენეტრის ფუნქციონირება შეფერხდა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა განახლებული ინფრასტრუქტირითა და კეთილმოწყობილი გარემოთი კვლავ ელიან ბენეფიციარებს.აქ მიღება გასაუბრების საფუძველზე ხდება, მთავარია სურვილი დამოკიდებულების დაძლევისა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც სარეაბილიტაციო ცენტრი სთავაზობს წამალ და ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს.ცენტრი ზრუნავს და ქმნის  პირობებს მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის.ცენტრის ბენეფიცირები, შესაბამისი     სპეციალისტების    ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ    გადიან   არტ და   შრომითითერაპიას. ასეთი  დახმარება 2016 წლიდან     მოყოლებული მრავალმა      ადამიანმა     მიიღო.

ახლახან, ,,თანადგომის“ ინიციატივით, თბილისში მომუშავე  მასმედიის წარმომადგენლებისთვის კახეთის რეგიონში, სოფელ    გრემში             მედია-ტური           მოეწყო. ჟურნალისტებს   საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა   გრემის             ფსიქო-სოციალური  რეაბილიტაციის  ცენტრი, გავცნობოდით იქაურ პირობებს,  გავსაუბრებოდით ცენტრის თანამშრომლებსა  და   ბენეფიციარებს.

მასმედიის    მხრიდან   დაინტერესებამ, კეთილგანწყობამდა     ცენტრის ბენეფიციართა  პრობლემების გათავისებამ, დადებითად    იმოქმედა    თითოეულ    ადამიანზე, ვინც   ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგისა თუ არტთერაპიის     მეშვეობით   ცდილობს    დაუბრუნდეს     ჯანსაღ და   ჩვეულ   ცხოვრებას

მასმედიის წარმომადგენლებისთვის  ,,ლოპოტასპარეზორტი’’-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი, სადაც  გრემის  სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბენეფიციარებთან მუშაობის შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

თავდაპირველად,  სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და პროექტის  კოორდინატორმა    ვაჟა კასრელიშვილმა,საგულდაგულოდ     დაგვათვალიერებინა    ცენტრი, რომლიც აღჭურვილია  თანამედროვე, საჭირო     ინვენტარით და გათვლილია 12    ბენეფიცირზე და მათ   ყველანაირი   პირობა   აქვთ    შექმნილი, რათა   თავი კომფორტულად  დადაცულად   იგრძნონ. ყველაზე   მნიშვნელოვანი კი ის   არის, რომ მათ ცენტრში     საშუალება აქვთ, წამალზე   არ   იფიქრონ   და   ხელსაქმით   დაკავდნენ. ბენეფიციარებს საშუალება აქვთ    იმუშაონ   ბოსტანში, თიხის  საამქროში, სადაც   თავინათი   ხელით    შექმნიან სხვადასხვა ნაკეთობებს.ცენტრში წარმოდგენილია   მათ   მიერ   შექმნილი   ხელნაკეთობანი, რომელთა  შინაარსსაც  სიმბოლური    დატვირთვა    აქვს.

გრემის     რეაბილიტაციის   ცენტრიარის სათემო-სარეაბილიტაციო    დაწესებულება, სადაც დასაქმებული არიან    ყოფილი   მომხმარებლები. აქ    მოქმედ   სარეაბილიტაციო   პროგრამას   უძღვებიან   ადამიანები, ვინც დამოკიდებულება   უკვე დაამარცხა, და ახლა სხვას ეხმარებიან. ჩვენ  მათ  ინსტრუქტორებადგადამზადებაშივეხმარებით,“ – განგვიმარტა   ვაჟა      კასრელიშვილმა.

ცენტრში      ბენეციფიარებს, მათი   საჭიროებები და გამომდინარე, შეუძლიათ   დაჰყონ   მინიმუმ     ერთითვე. აქ მოსახვედრად აუცილებელი  აადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან    არასრულწლოვნები) იყოს რემი  სიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი   სურვილი.ცენტრს აქვს თავისი   რეჟიმი და  წესები. აქმუშაობს„12 ნაბიჯის“პროგრამა. მომავალში   იგეგმება  სხვა, ალტერნატიული  სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.

დარგის    სპეციალისტთა    აზრით, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და წესება   პრობლემას  ვერაგვარებს, ამით ნარკოტიკების მომხმარებელი ვერგამოჯანმრთელდება. ამიტომმნიშვნელოვანიასხვა, ალტერნატიულიმეთოდებისგამოყენება, მათ  შორის ფსიქოთერაპიისა    და   სარეაბილიტაციო კურსის   გავლა, რომელიც  წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ      ქვეყანაში. ამ     მხრივ    აღსანიშნავია   საინფორმაციო             სამედიცინო-ფსიქოლოგიურიცენტრ „თანადგომას“ საქმიანობა. ცენტრი კარგახანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზედასაკმაოდკარგიშედეგებიცაქვს.

ამდენად, მისასალმებელია, რომ   არსებობს გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ეხმარებიან ადამიანებს დაძლიონ     ნივთიერებაზე     დამოკიდებულება, შეინარჩუნონსიფხიზლედა დაუბრუნდნენ       საკუთარ    ოჯახებს.

 

მზიაგოგოძე

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here