პოლიტიკასაზოგადოებაწალკა

წალკა მიგრაციისა და ეკომიგრაციის პერეპეტიები

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მწვავედ დგას საკითხი , პრობლემა მიგრაციასა და ემიგრაციის შესახებ. მითუფრო მაშინ, როცა საქართველოს ჰყავს ქვეყანაში უამრავი ლტოლვილი  აფხაზეთიდან  და სამაჩაბლოდან.

ქვეყნის ეკონომიურ სოციალური პირობების გამო, დაბალანაზღურებადი შემოსავლის გამო და უმუშევრობის გამო ჩვენი მოქალაქეები ძიულებული არიან თვი შეაფარონ ევროპულ ქვეყნებს, ზოგი იმის გამო მიდის, რომ აქ დარჩენილ ოჯახს, შვილებს, მშობლებს უპატრონონ, ზოგი კი იძულებულია პოლიტიკური თვშესაფარი იპოვნოს.

განსაკუთრებით მძიმედ აისახა ე.წ. პრეზიდენტ მიშა სააკაშვილის დროს მმართველობის ერიოდი საქართველოში, განსაკუთრებით ბევრი ემიგრანტი გავიდა ქვეყნიდან იმის შიშით, რომ თვი გადაერჩინა დაჭრისაგან.

ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური ქმედების დროს, დაჭერილი იქნა პირობითდ პავლე, რომლის დაჭერის მიზეზი ქვეყნის ღლატი და რუსეთთნ ჯაშუშური ქვეყნის ღლატი იყო, პიროვნებისა, რომელიც აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, ზეწოლა იყო მის თბილისში მცხოვრებ ცოლ-შვილზე, რის გამოც  პირობითად ნინო თავისი 2 შვილით საცხოვრებლად და პოლიტიკური თვშესაფრის მისაღებად პირობითდ წავიდა ბელგიაში. ის ცხოვრობს ქალაქში, რომელიც მას მუადმ აგონებს მშობლიურ თბილისს, ზრდის შვილებს და დღემდე ოცნებობს მშვიდობიან საქართველოში დაბრუნებას. სამწუახრო ამ ფაქტში არის კიდევ ის, რომ ამ მძიმე სიტუაციამ ნინოსა და პავლეს დსშორება გამოიწვია, ეს მძიმე სტრესი ცოლ-ქმარმა ვერ გადალახა. ასეთი, მსგავსი ანალოგიური სიტუაცია და  დანგრეული ოჯახი დღეს უამრავია საქართველოში., ისე, რომ ბევრი ქართველი დაინახავს ამაში თავის თავს.

საქართველოდან წასულ ქართველებს უჭირთ სამშობლოში დაბრუნება და ხელმეორედ ევროპიდან დაბრუნებილებს კვლავ ახალ გარემოს შეგუება, ბევრი ბრუნდება იმის გამო, რომ ევროპაში ლეგალურად დარჩენის უფლება ეწურებათ და იძულებული არიან დაბრუნდნენ საქართველოში, სადაც მათ არაფერი არ ხვდებათ, არც სახლი და არც თვშესაფარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკა უერთდება ევროპულ კანონმდებლობას მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი, რომ სოციალურ ეკონომიური მდგომარეობით ევროპას ვერ შეედრება საქართველო, რის გამოც ევროპული ქვენების დახმარებას საჭიროვენს ჩვენი ქვეყანა. ერთ ასეთ იძულებით მიგრანტოჯახზე მოგიტხრობთ, რომელსაც არ აქვს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული, თუმცა მათი სოფელი დღეს რუსების მიერაა ოკუპირებული. ცილ-ქმარს, რომელსაც 5 შვილი ჰყავს ემიგრანტად დაბრუნდნენ სამშობლოში, სადაც არ დახვდათ არანაირი თვშესაფარი და არანაირი პირობები თვიანთი არასრულწლოვანი შვილებისათვის. ცოლ-ქმარი ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს. 3 შვილი დედასთნ ცხოვრობს, უფროსი ბიჭები კი, გიორგი და მიშიკო მამასთნ, მარადი ახლოურთნ გადავიდნენ საცხოვრებლად. უბედური შემთხვევის გამო გიორგის შემთხვევით გაქნეულმა დანამ მიშიკოს სიცოცხლე შეიწირა და კიდევ უფრო გაუბედურდა დანგრეული ოჯახი. 3 არასრულწლოვანი შვილი არასათნადო პირობებში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს დედასთნ ერტად, გიორგი ციხეშია, ხოლო მარადი ახლოური იძულებულია აკეთოს ყველანაირი სამუშო იმისათვის, რომ იპოვნოს თვშესაფარი და თვი გამოიკვებოს.

აი ასეთია დღევანდელი ჩვენი მიგრანტებისა და ემიგრანტების რეალური ისტორიები საქართველოში. ნათელა კილასონიას გაგაცნობთ თავისი ბანალური ისტორიითა და არაბანალური განწყობით:   ქუთაისში ნელ-ნელა დაიწყო სახლების გამოკეტვა ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში.  მაშინ,  90-იანებში, ფანჯრებიდან შუქი ისედაც არ იყო და მერე სულ ჩაქრა,   შუქის ამნთებიც შემცირდა. ბედის საძიებლად უცხოეთს ძირითადად ქალებმა მიაშურეს, ნათელა კილასონიამ იტალიის გზა აირჩია,  მეზობლობაში ხმის გამცემი და ყავის სმის თანამოზიარე რომ ვერავინ ნახა და თავისი მცირე ბიზნესით კი საფულე ვერაფრით შეავსო, იტალიურიც იცოდა ორი სიტყვა: „ბონჯორნო და პანე“ (გამარჯობა და პური).

იტალიალი მარია და ქართველი მომვლელი ნათელა კილასონია
იტალიალი მარია და ქართველი მომვლელი ნათელა კილასონია

იტალიალი მარია და ქართველი მომვლელი ნათელა კილასონია

მოუცლელობის გამო მოხუცი ვერ დატოვა იმ ადამიანმა, ვინც უნდა დახვედროდა, და ასე შუაგულ  იტალიაში აღმოჩნდა ბედის ანაბარად, კიდევ კარგი,   ქართველებმა  დანიშნულების ადგილზე მიიყვანეს,  ახლა ის იტალიის ქალაქ ფლორენციის ერთ-ერთ უბანში 83 წლის მოხუცს უვლის,  მშობლიური ქვეყნის და ახლობლების მონატრებას კი ქართული  კერძების მომზადებით ივსებს და ანებივრებს თავის ბებოს. 3 ნოემბერს თხუთმეტი წელი შესრულდება, რაც იტალიელი გახდა! ახლა „პერმესო“ აქვს, ე. ი. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, დატოვოს ქყვეყანა და უკან დაბრუნდეს. არჩევნებში მონაწილეობას  ვერ მიიღებს, რადგან ინფორმაცია არა აქვს, სად და როგორ მივიდეს,  რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულოს. „სააკაშვილის  დროს წამოვედი ჩემი ქყვეყნიდან, გაჭირვებამ წამომიყვანა, 50 წლის ქალმა ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დავიწყე, ენა არ ვიცოდი და არც უცხოეთში ვყოფილვარ ადრე! ხელისუფლება რომ შეიცვალა, მეგონა, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ  არაფერი შეცლილა, სამწუხაროდ. ჩემი გაგზავნილი  ფულით ახლობლებს ვეხმარები. დავეხმარე ისეთ ადამიანებს, ვინც  ერთ დროს  ნამდვილად მდიდრებიც იყვნენ და წარმატებულებიც. ლეჩხუმში პატარა თონე ვიყიდე, ეს ყველაფერი მონატრებისა და ნოსტალგიის ფასად“… -ამბობს ნათელა კილასონია.

თუ ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას გადავხედავთ, 2014 წლისათვის ქვეყანას 88704 ემიგრანტი ჰყავდა, ხოლო მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წელს ქვეყნიდან უცხოეთში სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა (არაოფიციალური სტატისტიკით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია). საზღვარგარეთ წასული მოსახლეობის 63%-ის ასაკი  35 წელზე ნაკლებია, ხოლო 2008 წელს CRRC-ისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველ მიგრანტთა 35%- მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.  ნათელას მსგავსად  შრომითი მიგრაციით წასული ქართველებიდან დაბრუნებას მცირე ნაწილი აპირებს და, სამწუხაროდ, „მიგრაციის შვილებიუკვე ისე წამოიზარდნენ,   რომ საქართველოს ბევრი არ იცნობს, სამშობლოში  მათგან რამდენი დაბრუნდება, გაურკვეველია.   თუმცა, რას ვთავაზობთ  მათ?!  კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ,   სავარაუდოდ, ემიგრანტების  70% მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან  რეგიონიდან, სადაც არიან დასაქმებულნი,  საკონსულოები შორსაა და ჩვენი მოქლალაქეები კი უსაბუთოდ არიან, ზოგმა არც ის იცის, რომ გამოვიდა  „ამნისტია“ პანდემიის დროს, უსაბუთო  მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრებათ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არ იციან, სად და როგორ მივიდნენ; საკონსულოები რომ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, მათი უფლებები უფრო დაცული იქნებოდა. არის კიდევ  არჩევნებზე წაუსვლელობის ძირითადი მიზეზი – დამსაქმებელი არ უშვებს სახლიდან, რადგან შექმნილი ეპიდემიის  გამო თავს არიდებს საფრთხეებს. ამერიკის სხვადასხვა შტატში მყოფი ჩვენი მოქალაქეები არჩვენების დროს უფრო აქტიურები არიან, რადგან ნებისმიერი ამერიკელისათვის არჩევნები – ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ასე თვლიან და თავიანთ დასაქმებულებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელს უწყობენ და იმ დღეს ათავისუფლებენ, მთავარია მონდომება.

ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს, მიგრაციამ ბევრი ცვლილება შემოიტანა, ოჯახები გადარჩა,  შემოვიდა  თანხები, საბანკო მომსახურება გააქტიურდა და  გამყარდა სამამულო  ვალუტა,  უცხოეთში დასაქმებულ ადამიანს იმდენი აქვს  თვეში შემოსავალი, რაც ჩვენი   საშუალო წლიური შემოსავალია. მიგრაციის დამსახურებით უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რიცხვი გაიზარდა, თანხები ასევე „ჩაიდო“ განათლებაში. სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით,  რამდენიმე ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება საქართველოს ფოსტით. სამწუხაროდ, პანდემიამ შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობები.     მიგრაციამ გვასწავლა კულტურათა დაილოგი, განხვავებული ეთნოსისა და ერების კულტურამ თავისი დადებითი  წვლილი შეიტანა ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში,  ქალები, ძირითადად, ევროკავშირში გაერთიანებულ სახელმწიფოებში არიან დასაქმებულები და ისინი ჩვენი კარგი მრჩევლები შეიძლება გახდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო წლებში აქტურად არის ჩართული მიგრაციის საკითხებში,  ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველა ინფორმაცია შეიძლება მოიძიო და ცხელ ხაზს დაუკავშირდე ნებისმიერ საკითხზე,  ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, მიგრაციის მაჩვენებელმა 35%-ით იმატა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და თითოეული მათგანის პასუხისმგებლობას,  ვინაიდან ერთი ადამიანი მთელი ქვეყნის სახედ შეიძლება იქცეს. მოკლედ, კარგია უცხოეთში, მაგრამ სახლს არაფერი სჯობს!

წალკა სამხრეთ საქართვლოში, ქვემო ქართლში მდებარეობს, თრიალეთის ზეგანზე. მის ძირითად მოსახლეობას 1989 წლამდე, სანამ  ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია  დაიწყებოდა, შეადგენდნენ ბერძნები, სომხები და  ერთი სოფელი ქართველები.

ელინელმა ბერძნებმა საქართველოსთან ძველი ურთიერთობები გაიხსენეს  ალბათ და  ამის გამოც  მოაშურეს საქართველოს  ოსმალეთის მიერ შევიწროებულმა  დევნილებმა მე-18 საუკუნის დასასრულს. საქართველოში ისინი სხვადასხვა კუთხეში განთავსდნენ, ძირითადად კი  წალკაში დასახლდა 500 ოჯახი. მე- 19 საუკუნის ბოლოს  საქართველოში მათი რიცხვი  40 ათასი იყო.   1989 წლის „საქსტატის“ მონაცემებით, წალკაში 27 127  ადამიანი ცხოვრობდა. წალკის 45 სოფლიდან 34 ბერძნული  იყო.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბერძნებმა   ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თუ ისტორიული სამშობლოს მონატრებით მასობრივი მიგრაცია დაიწყეს საბერძნეთში, თავიანთ ისიტორულ სამშობლოს მიაშურეს.  2012 წლის მონაცემებით, წალკაში 1298 ბერძენია  დარჩენილი.

წალკა ერთ-ერთი ეკონომიკურად მდიდარი რაიონი ყოფილა,  ინტელექტუალურადაც – საბჭოთა კავშირის დროს უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის რაოდენობით პირველი ადგილი ეჭირა. სამწუხაროდ, წავიდნენ  წალკიდან  ბერძნები, საცოდავ და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი რაიონი, რადგან  ათობით   სახლი კი არა,  ათობით სოფელი  დაცარიელდა და გამოიკეტა. წალკის 48 სოფლიდან დაცარიელდა ოცდათორმეტი სოფელი, ესეიგი თითქმის მთელი რაიონი, წალკელმა ბერძნებმა  ისტორიულ  სამშობლოს ელადას მიაშურეს, მაგრამ წალკას დღემდე ვერ ივიწყებენ, საქართვლო ხომ ის ქვეყანაა, რომელმაც ოსმელეთის სამასწლიანი  ჩაგვრის შემდეგ კარები გაუღო ბერძენ ლტოლვილებს და არამარტო სამხრეთ საქართველოში  დაასახლა და საკუთარი ძმებივით მიიღო. ბერძნებმა დაკარგეს ენა, მაგრამ შეინარჩუნეს სარწმუნეობა. გადის დრო და წალკელი ბერძნები მასიურ მიგრაციის მიმართეს ასეთია ფეოდორ იოსეფიდისის ისტორიაც დაიბადა და გაიზარდა წალკაში და მისი ოჯახიც, საბერძნეთში გადასხლდა. განსხვავებული კულტურა და სოციალური პირობები დახვდათ, მაგრამ ნელ-ნელა ალღო აუღეს იქაურ ცხოვრებას და ახლა სალონიკში პატარა “წალკაც” აქვთ. ბევრმა შეძლო ცხოვრების აწყობა, ზოგმა მართლაც ვერ აიტანა მშობლიური კუთხის დატოვება.წალკიდან მიგრაცია კვლავ გრძელდება. ხოლო მათ ადგილას  ეკომირგანტები ჩამოდიან სვანები და აჭარლები, აჭარელმა ქართველებმა კი საუკუნეების წინ ქართვლობისა და სამშობლოდან მასიური მიგრაციის შიშით დაკარგეს სარწმუნოება და შეინარჩუნეს ენა, აი, ასეთი უცნაური ბედი ხვდა წილად წალკას!

ნაზი მეშველიანი

სტატია მომზადებულია“საქართველო, უკრაინა, ესტონეთი. გერმანია, მიგრაცია და ევროინტეგრაცია “ფარგლებში

 

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here