Uncategorized

შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯებისა და ფინანსური რესურსების გამჭვირვალობის თემაზე

 

 

 

28 ივლისს, 16:00 საათზე, ევროპის ფონდიდაგლობალური ინიციატივა ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) ერთობლივად უმასპინძლებენ ონლაინ შეხვედრას, რომელიც მიეძღვნება კოვიდ-19 ხარჯების/ფინანსური რესურსების ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით არსებულ გლობალურ ტენდენციებისა და საქართველოს მდგომარეობის განხილვას.

https://zoom.us/j/97901301531?pwd=eGIrU3ZJdGdGK2JsOURKdXpROHAwdz09

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე და გლობალური ინიციატივა ფისკალური გამჭვირვალობისათვის (GIFT) ქსელის დირექტორი ხუან პაბლო გერერო.

 

შეხვედრაზე შედგებასაერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) მიერ მომზადებული კვლევის: კოვიდის ფონდების მართვა: ანგარიშვალდებულების ხარვეზები(Managing COVID Funds: the Accountability Gap) პრეზენტაცია. კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კრიზისული ვითარების დროს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისმიერ მობილიზებული ხარჯების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ხარჯვის აუცილებლობას. კვლევა მოიცავს 120 ქვეყანას. საქართველო, კვლევის მიხედვით, იმ 54 ქვეყანას შორისაა, რომელთც კოვიდ-19-ის საპასუხოდ ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ნაკლებად ითვალისწინებდა ანგარიშვალდებულების პრინციპს.

 

ევროპის ფონდისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა და წლების მანძილზე მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათ ხელშეწყობაზე, რათა სსო-ები მაქსიმალურად ნაყოფიერად ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგის, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებების ადვოკატირების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.2019 წლიდან ევროპის ფონდი აქტიურად თანამშრომლობს GIFT-თან, ხოლო 2020 წლის ივლისიდან კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ქსელის წევრია.

 

მიმდინარე წელს ევროპის ფონდსა და GIFT-სთანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობებისა. დაგეგმილი ღონისძიების ლოგიკურ გაგრძელებას საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის საპასუხოდ გაწეული ხარჯების სიღრმისეული ანალიზი წარმოადგენს, რომელსაცევროპის ფონდის ხელშეწყობით GIFTგანახორციელებს. შესაბამისად, 28 ივლისისღონისძიებაზე, რომელშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ჩაერთვება, დისკუსიის პარალელურად, სწორედ აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდება.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here