ახალი ამბებიკულტურა

სტამბოლში, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრის ბიბლიოთეკაში ,,ვეფხისტყაოსნის“  30 ენაზე თარგმნილი წიგნი ინახება

ჩვენებურები

 

ამ რუბრიკაში გაგაცნობთ კიდევ ერთ სასახელო ჩვენებურს თურქეთიდან სეზენ გონენჩ ოქჯანი იგივე სალომე ბარამიძეს, ის  სტამბოლში შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრის დამაარსებელია. სალომე საქართველოში დაარქვეს, ბარამიძე კი კი მისი ქართული გვარია. 

დაიბადა 1962 წ. ქ. იზმითში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და ლიცეუმი. 1983 წ. სტამბულის უნივერსიტეტის სამართალის ფაკულტეტზე ჩაერიცხა.  ცხოვრობს სტამბულში მეუღლესთან ერთად. არის ადვოკატი. ჰყავს ორი სასახელო ვაჟი – შოთა და არჩილი.

მშობლების წინაპრები ბათუმის მარადიდიდან 1877-78 რუსეთ-ოსმალეთს ომის შემდეგ ქ. იზმითის სოფლებში გადასახლებულან.

-ქალაქში გავიზარდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასვენების პერიოდს ქართულ სოფლებში ვატარებდი. ბავშვშვური მოგონებები, რომლებიც ჩემს გონებაში ჩაინერგა დღემდე ცოცხლობს. ქართულ კულტურას შემდგომში სტამბოლში ჟურნალ „ჩვენებურის“ გზით უფრო ახლოს გავეცანი. – მოგვითხრობს ქალბატონი სალომე თუ საიდან საიწყო მისი დაინტერესება ქართული კულტურით.

ქალბატონო სალომე, თურქეთში ქართულ საკვირაო სკოლაში დადიოდით, მოგვიყევით ამის შესახებ

2004 წ. თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციაში ქალბატონი მანანა გურგენიძეს მასწავლებლობით დაიწყო ქართული ენის საკვირაო კურსები და მეც მეგობრებთან ერთად იქ დავდიოდი.  რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებელსაც და ასოციაციასაც.

. რა მიზანს და მისიას ემსახურება თქვენს მიერ დაფუძვნებული ორგანიზაციები

2008 წელს მეგობრებთან ერთად სტამბოლის ქართული ენის ცენტრი დავაფუძნეთ. მმართველი საბჭოს წევრი და თანათავჯდომარე ვიყავი ამ ასოციაციის ერთი პერიოდი.  2017 წლამდე ამ ასოციაციაში ვიმსახურე. როცა ამ ასოციაციაში თანამდებობაზე ვიყავი თურქეთში, საქართველოში და უცხოეთში უამრავი ღონისძიებებას ვატარებთ, პოპულარიზებას ვუწევდიტ ქართულ კულტურას.

სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი როდის დააფუძნეთ და რა ღონისძიებებს ატარებთ ?

-უპირველესად მინდა გითხრათ, რომ სხვა ქართულ ასოციაციებში გამოცდილ მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქართული კულტურის და უდიდესი პოემა ,,ვეფხისტყაოსანის’’ ავტორ შოთა რუსთაველის თურქეთში გაცნობა. არა მარტო თურქეთში შეძლებისდაგვარად თურქეთს გარეთსაც.  შოთა რუსთაველის სახელობის ასოციაცია 2017 წელს დავაფუძნეთ. ჩვენ გვინდა, რომ უდიდესი პოემის მწერალის რუსთაველის სახელი გავაცოცხლოთ და კიდევ ვემსახუროთ ქართულ კულტურას სხვა კუთხითაც.

ჩვენ გვაქვს კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ეწყობა კონცერტები, ფილმების ჩვენება, წიგნების პრეზენტაციები, ეწყობა ლიტერატურული საღამოები, ვიწვევთ დელეგაციებს საქართველოდან.

შოთა რუსთაველის ცენტრის დაფუძნებაში და პოემის ფართო საზოგადოებაში გავრცელების კუთხით, განსაკუთრებით დიდია ორჰან ბერიძის წვლილი.

როგორც ვიცით საქართველოშიც აქტიურად თანამშრომლობთ

მე პირადად 2003 წლის შემდეგ ხშირად დავდივარ დედა სამშობლო – საქართველოში, ხშირად მიწვევენ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები: თამარ მეფის უნივერსიტეტი, გეორგიან-უნივერსიტეტი,  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი…

2016 წელს თბილისში, საზღვარგარეთ ქართული კულტურის კუთხით განსაკუთრებული  წვლილის შეტანისთვის გადმომცეს სიგელი.

 თბილისში დიასპორის შეხვედრებზე დავდივარ და ფორუმში ვმონაწილეობ, ასევე მსოფლიოს ქართულ დიასპორებთან ვთანამშრომლობ

2018 წლის ნოემბერში ათენში ქართულ ასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაში მივირე მონაწილეობა

რამდენიმე თვის წინ „ემიგრანტის სახლი“ თურქეთის წარმომადგენლად დავინიშნე, რისთვისაც ქალბატონ ანნა ბალამთარაშვილს და ასოციაციის წამომადგენელებს მადლობას ვუხდი.

 

 სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში ,,ვეფხისტყაოსნით“ ხელნაწერის პროექტის შესახებ რას იტყვით, ეს პროექტი როგორ დაიწყო და ვინ არის ორგანიზატორი?

-2018 წლის 5 მაისს, სტამბოლის    სასტუმროს დარბაზში გავაკეთეთ გახსნითი  ღონისძიება-. გახსნას ესწრობოდნენ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან მეცნიერთა დელეგაციები, ასევე თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდანაც. მათი და სხვა ცნობილი სტუმრების ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი პატივი იყო.  2018 წლის დეკემბერში სტამბოლის ბეიქენთის სახელობის უნივერსიტეტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, გავაკეთეთ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ და თამარ მეფის ეპოქის ქართული კულტურის სიმპოზიუმი. აი ამ სიმპოზიუმში  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსნის’’ თურქეთში ხელნაწერისთვის მათ მიერ მომზადებული წიგნ-რვეული გვაჩუქეს. რისთვისაც უღრმესი მადლობას ვუხდით. ჩვენ ყოველ ღონისძიებაზე და შეხვედრებებზე ვაწერინებთ ,,ვეფხისტყაოსანს“ ამ წიგნში. ასევე ვინც სტამბოლში ჩამოვა ვპატიჟებთ ჩვენს საზოგადოებაში ერთი კუპლეტის  დასაწერად.

-2019 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ მადლობას ვიხდით უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მთელ ქუთაისს.

 ჰერეთში თქვენს ჩასვლას და “ვეფხისტყაოსნის” მოგზაურობას კახის მოსახლეობა როგორ შეხვდა?

-მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ქართველები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მათთან შეხვედრა ჩვენს ძალიან გვსიამოვნებს. ისრაელში, ევროპის სხადასხვა ქვეყნებში დავდივართ ქართველ და-ძმებთან და ქართულ დიასპორასთან შეძლებისდაგვარად.

2019 წელს, გიორგობას წავედით კახში.  წავიღეთ ,,ვეფხისტყაოსნის“ ჩვენი ხელნაწერი წიგნი. იქ ჩვენი მასპინძელი, დარიკო მასწავლებელი გვეხმარება  ,,ვეფხისტყაოსნის’’ გადაწერაში. მადლობა მას და კახს მასპინძლობისთვის.

.ქალბატონო სალომე, მართალია რომ ამბობენ ვინც ქართულ გვარს დაიბრუნებს უფასოდ ემსახურებით?

პირველად 2008 წელს ერთი მეგობარს გვარი დავუბრუნე სასამართლოში. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამ კეთილშობილურ საქმეში ადვოკატობა, ვინც თურქეთის ფარგლებში ქართულ გვარის დაბრუნებას აპირებს უფასოდ ვემსახურები. 

2016 წელს ბატონი ორჰან ბერიძეს გვარი დავიბრუნე ოჯახით. 2019 წ. ნოემბერში ქ. ანკარაში დავიბრუნე კიდევ ერთ მსურველს. ამჟამად ქ.ტრაბზონში და ართვინში ორი სასამართლო პროცესი გრძელდება.  თურქეტის სახელმწიფოსი ვცხოვრობ და მინდა ამ ქვეყნის მიმართ მადლიერება გამოვხატო.

 

 

 მოამზადა მანანა ლეშკაშელმა

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here