ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

ჩემი ქვეყნის დალაგება, ჩემი ქუჩიდან იწყება

 

 

არაფერი სჯობია დილით რომ სახლიდან გამოხვალ და დასუფთავებული ეზო და ქუჩა დაგიხვდება, ისე იგი ვიღაცამ იზრუნა შენს კარგ განწყობაზე, მაგრამ შენც ხომ უნდა მიხედო და მოუარო შენს გარშემო რაც არის?! სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება და დაუდევარი ადამიანები  გარემოს და ქუჩებს ანაგვიანებენ , რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, (თუმცა რამ უნდა გაგაოცოს ჩვენს დღევანდელ ყოფიერებაში), ასეთი ადამიანები თავდაუზოგავად ებრძვიან პოლიტიკურ დიდკუსიებში და პოლიტიკურად „იკვებებიან“ სხვისი ლანძღვითა და განსჯით, სინამდვილეში წინ რომ თავისი წილი ქუჩა და ეზოა დასალაგებელი, სამშობლოს ნაწილი, ის კი არფრად მიაჩნიათ.

რამდენიმე თვეა რაც საცხოვრებელი შევიცვალე და გადავიწყვიტე ცოტა ხელი შემევლო საერთო ეზოსათვის, ვერაფერს გავხვდებოდი დამოუკიდებლად და ქალაქის მერია და ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება რომ არ ყოფილიყო, მერიამ განცხადებას მალევე უპასუხა და „თბილსერვის“ ჯგუფის 1 განყოფილების დახმარებით ეზოდან წლობით დაგროვილი ნაგავი გააიტანეს, დიდი მადლობა ამ სამსახურს გულისხმიერბისათვის, განსაკუთრებით ამ სამსახურის უფროსს ზურა აჩიბაიას, მოადგილეს დარგვისა და დასუფთავების განყოფილებიდან  ილია სალიას, ბრიგადირებს: ხვიჩა მამასახლისს და ირაკლი ჯაფარიძეს და ყველა თანამშრომელს. მანამდე კი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტმა ხეების გასხვლა და გადბელვით გაალამაზა ეს ეზო. სულ მცირე რამ ახარბს ზოგჯერ ადამიანებს, იყო შენი ქვეყნის მოქლაქე ეს უკვე პასუხიმგებლობაა და ემსახურო შენს ქალაქს უფრო მეტი.

შემი ქყვეყნის დალაგება მინდა ჩემი ეზოდან , ჩემი ქუჩიდან დაიწყოს… ალბათ მალე მოვა ის დრო როცა ქუჩები დაირეცხება კიდეც, როგორც ადრე იყო და ახლა მრავალ ქვეყანაში დილით დაკრიალებული ქუჩები გიქმნიან კარგ განწყობას, მანამდე კი  კარგი განწყობას ვუსურვებ ქალაქის მერიის თანამშრომლებს და „თბილსერისჯგუფს“

 

 

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ნაზი მეშველიანი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here