ანონსიახალი ამბებიკულტურა

მედიატორის „ცრემლიანი მივლინება“

აფხაზეთის ომი 1992- 1993 წლებში მიმდინარეობდა და ცამეტი თვემ გასტანა, ამ ომმა კარგად დაგვანახა ადამიანების რეალური სახე, ალაბათ ყველა ომი ასეა. 1992 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეები აფხაზეთში გავატარე, როგორც ტელე-რადიო კომპანიის „ევრაზიის“ კორესპონდენტმა, არაერთხელ  ჩავაგდე სიცოცხლე საფრთხეში, გადავდოდი ცხელ წერტილებში, ვიღებდი ფოტო მასალებს და ტყვეთა გაცლაშიც მივიღე მონაწილეობა,  ღირდა კი ასეთ საფრთხეში ჩამეგდო თავი?! უდავოდ ღირდა, რადგან კორეპონდენტს ყოველთვის არ ეძლევა საშუალება  თავისი თვლით ნახოს საომარი მოქმედებები და ყველაზე მთავარი არასაომარი მოქმედებების მიღმა,  ადამიანების… სწორედ ამის გამო დავწერე ნოველების კრებული „ცრემლიანი მივლინება“ ახლაგაზრდა ჟურნალისტი ქალი,  ნაზი მეშველიანი ქართველ-აფხაზთა ომის პერიპეტიების თვითმხილველია. ფეხით აქვს შემომოვლილი მოწინავე, საცეცხლე პოზიციები: სიცოცხლეც ბევრჯერ შეუგდია სასწორზე.
კრებულში წარმოდგენილი ფრონტული ნოველები წარსულის ტკბილ-მწარე დღეების გამოძახილია
რედაქტორი გოჩა ჩიტიძე

აფხაზეთის ომის მოვლენების  თემაზე არაერთი ნაშრომი შეიქმნა, როგორც მხატვრული ასევე პუბლიცისტური, ჩემი მცირე ნოველების კრებული იმით გამოირჩევა რომ ადამიანები, მოქმედი პერსონები რეალური პიროვნებები არიან და დოკუმენტურ მასალაზე ავაგე სიუჟეტები, სიუჟეტი შეიძლება მძაფრია, მაგრამ სიკეთით და ადამიანური თვისებებით სავსე. ომის პერიპეტიებში, სადაც ტყვიის მძფრი სუნია, ადამიანები ინარჩუნებენ ადამიანობას და კარგად სჩანს არა სიძულვილი, არამედ თავს მოხვეული, პროვოცირებული ომი. ისიც კარგად სჩანს, რამდენადაც უჩვეულოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი უყვართ. აი, ამის თქმა მინდოდა და სანამ ვიტყოდი უნდა დამენახა კიდეც… არადუს მხარეს გადავდივართ, მე დიდი „ბრძოლა“ დამჭირდა რომ ტყვეთა გაცვლის ჯგუფს გავყოლოდი, რისკ-ფაქტორი მაღალია, გზები დანაღმულია, მტრის მხარეზე შეუარაღებელი ახლგაზრდა კორესპნდენტი გადაიყვანო რა საჭიროა და რა სავალდებულო?! მარგამ მე  პოზიციები არ დავთმე და მინდა, არათუ გადავიდე მოლაპარაკებაში მივიღო მონაწილეობა. თეთრი  მშვიდობის ალამით,   ალესანდრე ჩადუნელი მიდის, უკან მე მივყვები, გვერდზე კი  მომყვებიან ჩვენები, ეს ალამი უნდა დაინახონ, თორემ გვესრიან, ალამი ზოგჯე ტარს ეხვევა და ჩემი საფუძლიანი შიშიც სტარტს იღებს სოფელ არადუს დასაწყიში და რამდენიმე კილომეტრის მანზილზე  თანდანთან მატულობს, ეს გზებიც გასწვრივ   ყველაფერი დანაღმულია და სად გაიქცევი?! გადავედით, მივადექით  სოფელ არადუს დასასრულს, აფახაზებმა საათი, ფოტოაპარატი და ყველაფერი ჩამოგვართვა. აქედან მათი კონტროლებადი ტერიტორიაა, ახლა მოლაპარაკება, ისე უნდა ვისაუბრო, უნდა ვიყო გულწრფელი, რომ ერთი ბიჭი მაინც მოქვცენ უვნებლად ნიკო სუხიტაშვილი წარმოშობით კახეთიდან, ერთი ბიჭს ხომ მაინც დავიხსნი, მე, მიმყავს საუბარი. გულზე პატარა  „მარიამ მაგდალინელის“ მედალიონი მიკიდია, ეს დამიტოვეს გაჩხრეკის დროს. ოფიციალური საუბრის შემდეგ, ქალთან მივდივარ და ვსაუბრობთ, მედალოინი მოვიხსენი და პატარა გოგონას ვაჩუქე. უკან ვბრუნდებით… ახლა მე წინ მოვდივარ, უკან მიცავენ, შესაძლოა ზურგიდან გესროლონ, ვითვლი: ერთი, ორი, სამი… ოთხამდე ვერ ავდივარ! ერთი, ორი, სამი… მახსენდება აფხაზის გაფრთხილება, გზები დანაღმულია! უკვე სამშვდობოს ვართ, მესამე დღეს ხუთი  ბიჭი, დასახვრეტად გამზადებულები კი ყოფილან,  ოჩამჩირის შტაბში მეძებდნენ.  მოლაპარაკების შედეგად ხუთი ბიჭის სიცოცხლე ვიხსენით.

ასეთი დანაღმული გზის გავლა მოგვიხდა  მედიატორებს!  არაერთხელ ვყოფილვარ მეტად საპატიო საპასუხისმგებლო რანგში- მედიაოტორად! ვფოქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი და აქტუალურია  დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის დროსაც, რადგან მედიატორობას შეუძლია უფრო მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს ვიდრე რომელიმე პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა.

აფხაზებთან მოლაპარაკებისა  შედეგად  უფრო მეტი რამ გაკეთდა ვიდრე,  იარღას შეეძლო და იარაღით გაფუჭებული კი ისევ მედიაოტორობის შედეგად ვცდილობთ საქმის გამოსწორებას, დღემდე მიმდინარეობს  აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიებიდან დაღუპული მეომრებისა თუ  მშვიდობიანი მოქლაქეების ძებნა და გადმოსვენება. ჩვენ ფესვები აფხაზეთში დაგვრჩა და ამ ფესვებს ვერ მოვწყდებით! ამიტომ მედიატორული ინსტიტუტის ამოქმედება დროზე უნდა დავიწყოთ. მე მზად ვარ   კვლავ ვიტვირთო საპასუხისმგებლო საქმიანობა.

ამჟამად ქვემო ქართლში გაზეთ „თრილეთის ექპრესის“  დამფუძვნებელი და რედატორი ვარ. მგონი სულ იქ ვარ სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. სამხრეთ საქართველოს თრიალეთის ზეგანიდან, კერძოდ წალკიდან აქ მაცხოვრბელმა ბერძნებმა მშობლიურ გენეტიკურ სამშობლოს ელადას მიაშურეს და წალკაში ეკომიგრანტები ჩამოსხლდნენ, მაშინ 1998 წელს დავაფუძვნეთ გაზეთი, რომელიც არამარტო საინფორმაციო  მედია საშუალება იყო, არამედ არაერთხელ გაამხდარა მედიატორი ქართველებსა და არაქართველებს და რელიგიური  შეხედულების გამო მომხდარი ინციდენტების დროს.  აი, მცირე რაკურსი ჩემი მედატორული ისტორიიდან.

ნაზი მეშველიანი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here