ანონსიახალი ამბებიბიზნესიფერმერი

წალკისა და გარდაბნის რეგიონებში საშემოდგომო ტრიტიკალეს მოყვანის ტექნოლოგიის დანერგვა

 

წალკისა და გარდაბნის რეგიონებში ინოვაციური და მაღალხარისხიანი სასურსათო-საკვები თავთავიანი კულტურების წარმოების დანერგვასა და ზრდას ხელს უწყობს პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში. კერძოდ, კი თავთავიანი კულტურებისინოვაციურ მეთოდს წარმოადგენსპროექტის აგრო-მეურნეობის განვითარების კომპონენტში ინიცირებული, ახალი მარცვლეული კულტურის – საშემოდგომო ტრიტიკალეს მოყვანის ტექნოლოგიის დანერგვა.

ტრიტიკალე ხორბლისა და ჭვავის ჰიბრიდია, რომელიც წარმოადგენს მაღალპროდუქტიული მარცვლეულის ახალ სახეობას. ეს კულტურა მიღებულია საშემოდგომო ჭვავისა დარბილი და მაგარი ხორბლის შეჯვარების შედეგად. მასში თავმოყრილია ხორბლისა და ჭვავის დადებითი თვისებები და წარმოადგენს საუკეთესო კულტურას – პურსაცხობი ფქვილის და კომბინირებული საკვების მისაღებად. მრავალ ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტრიტიკალეს მარცვლისა და მწვანე მასის  გამოყენების ტექნოლოგიების დახვეწა. ტრიტიკალეს მარცვალი და მწვანე მასა გამოიყენება შინაურ ცხოველების საკვებად, ძირითადად ღორების, ძროხების და ფრინველების საკვებად.  დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივ კომბინირებულ საკვებში შემავალი მარცვლის 40%-ის შეცვლა ტრიტიკალეს მარცვლით სასოფლო-სამეურნეო ცხოველების  კვებისას ცხოველთა წონის მატებას 18-30%-ით ზრდის, ხოლო ტრიტიკალეს მწვანე მასის გამოყენებით მერძეული პირუტყვის კვებისას წველადობა იზრდება 12-14%-ით და რძეში ცხიმის შემადგელობა მატულობს 0,2-04%-ით. სწორედ ამიტომ, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ მარცვლეული კულტურის მიმართ ინტერესს ამ რეგიონებში, სადაც მეცხოველეობა ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრიტიკალეს გაღვივების მინიმალური ტემპერატურაა 1-30C, ამიტომ იგი იდეალურად ეწყობა წალკის რეგიონის ცივ კლიმატს. ამასთანავეიგი უფრო მეტად გვალვაგამძლეა, ვიდრე საშემოდგომო ხორბალი და სწორედ ამიტომ მისი დანერგვა გარდაბნის რეგიონშ ასევე მნიშვნელოვანია. მიღებული მოსავლის თვითღირებულება 5-6%-ით ნაკლებია ვიდრე საშუალოდ თავთავიანი კულტურების, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ფერმერებისთვის უფრი მიმზიდველია.

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში წალკისა და გარდაბნის რეგიონებში მარცვლეული კულტურის – საშემოდგომო ტრიტიკალეს დანერგვა დაიწყო 2015 წლის მეორე ნახევრიდან. ამ პროექტის უშუალო განმახორციელებელი პარტნიორია “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC), რომელიც აკავშირებს დემოფერმერებს მარცვლეული კულტურის მწარმოებლებთან, უწევს რეკომენდაციებს და ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრებს ინოვაციური და მაღალხარისხიანი სასურსათო-საკვები თავთავიანი კულტურის წარმოების შესახებ. დღეისთვის, პროექტის ფარგლებში,ტრიტიკალეს მოყვანის ტექნოლოგიებს ეუფლება 22 დემოფერმერი. თითოეული დემოფერმერი თავის გამოცდილებას უზიარებს მიმდებარე სოფლების ფერმერებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართულნი პროექტში. ასევე პროექტის აგრონომების ორგანიზებით ტარდება სხვა და სხვა საინფორმაციო შეხვედრები, როგორიცაა –  ღია კარის დღეები დატრენინგები.ასევე რეგიონის მაცხოვრებლებს ურიგდებათ საინფორმაციო ბარათები, სადაც დეტალურად არის აღწერილი მარცვლეული კულტურის უპირატესობები და მოყვანის ტექნოლოგია.

პროექტის ფარგლებში, სანერგე მარცვლეულის 70% ფინანსდება პროექტის მიერ, ხოლო დემო ფერმერთა თანამონაწილეობა შეადგენს 30%.  წალკის რაიონის, სოფელ აშკალას ერთ-ერთი დემო ფერმერის, რიტა ზურნაჩიანის თქმით  ტრიტიკალეს წარმოება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრიტიკალეს მოყვანით, 2 ტომარა ტრიტიკალისგან მივიღე დაახლოებით 40 ტომარა მოსავალი. ტრიტიკალესმარცვლისფქვილს ვიყენებს პურის დასამზადებლად, ხოლო ნამჯას ცხოველების საკვებად“.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts