ანონსიახალი ამბებიბიზნესიფერმერი

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  და USAID-ის  პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა,  ბრაიანკინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებსსოფლისმეურნეობისექსტენციისსახელმწიფო სერვისცენტრების  (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასადაშესაძლებლობებისზრდას.

მემორანდუმის ფარგლებში,რეგიონებში განთავსებულსოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიულიაღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის  კონსულტაციის გაწევას  ადგილზე  შეძლებენ.

,,სოფლისმეურნეობისსამინისტრო USAID-თანუკვეწლებიაწარმატებითთანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ისოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც USAID-ის  პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა,  ბრაიანკინგმააღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი USAID-ისმიერდაფინანსებულიპროექტის  ,,ზრდა საქართველოში“ ფარგლებშიგაფორმდა.  „ზრდა“ხუთწლიანიპროგრამაა, რომელიცმიზნადისახავსსაქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადიეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელსშეუწყობსახალისამუშაოადგილებისშექმნას, მცირედასაშუალოსაწარმოებისდაშიდამეურნეობებისგანვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლებისზრდასადგილობრივითემებისგაძლიერებისმიზნით, მეწარმეებსადამყიდველებსშორისსაბაზროურთიერთობებისჩამოყალიბებასადაადგილობრივიეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობასბიზნესკავშირებისდამყარებისადაგაძლიერებისმეშვეობით.

მხარეები მემორანდუმით  გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან  დაიწყებენ. სოფლისმეურნეობისსამინისტროსადა USAID-ის ‘ზრდა’’ პროექტისთანამშრომლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეოპროდუქტებისწარმოებისხელშეწყობას, სოფლისმეურნეობითდაკავებულიმოსახლეობისცნობიერებისამაღლებასდასასოფლო-სამეურნეოუნარ-ჩვევებისგანვითარებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts