ანონსიახალი ამბები

აჭარაში მდინარემ ხიდები წაიღო

გუშინ, 28 ივნისს, საღამოს 8 საათზე, უამინდობამ მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები ოქტომბერსა და მერისში.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და ადამიანთა სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ამ დროის ინფორმაციით საფრთხე ემუქრება დაბა ქედაში მდინარე აჭარისწყალისა და აკავრეთას შესართავის მიმდებარე ტერიტორიას. ევაკუირებულია ოჯახები და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას ადგილობრივის დასახმარებლად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მობილიზებულია მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს.

წყარო: ekofact.com

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts