ანონსიახალი ამბებიფერმერი

12 დღიანი უფასო ტრენინგი სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებჩატარდება

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდა ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, ქ. რუსთავში სასტუმრო რუსთავში ატარებს 12 დღიან სასწავლო სემინარს დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.)ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზისსათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვ.

ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი ექსპერტები.

12 დღიან ტრენინგში მონაწილეობა, სასტუმრო და კვება უფასოა. მონაწილეობისმსურველებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია:

https://goo.gl/xUcOSZ

იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts