ანონსიახალი ამბებისაზოგადოებაქვემო ქართლიწალკა

რა პროექტების განხორციელება მიდინარეობს წალკის მუნიციპალიტეტში.

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში  რა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა, რა გაკეთდა

მოსახლეობას კეთილდღეობისათვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარების  მხრივ რომელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.   მუნიპალიტეტის ცხოვრების მაჯისცემასა და მის რითმზე ვესაუბრებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია საბაძეს

 

წალკის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომელი პროექტები განხორციელდა? სად და როგორ დაიხარჯება წალკის ბიუჯეტი...

წალკის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარების  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სულ განხორციელდა 78 ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 57 დიდი და მცირე სხვადასხვა სახის პროექტები. მოასფალტდა  პრიორიტეტული გზის მო
ნაკვეთები და მოიხრეშა მუნიციპალური გზების დიდი  ნაწილი, შემოიღობა მუსლიმანური სასაფლაოს ტერიტორია. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად მოეწყო ჭაბურღილები და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სასმელი წყლის მაგისტრალს. ასევე სარებილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბიბლიოთეკას და საბავშვო ბაღს, რომლებიც აღიჭურვა ახალი ინვენტარით.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი იქნა 532 600 ლარი, რითაც სოფლის მოსახლეობის კრებების საფუძველზეშესრულებული იქნა სხვადასხვა სახის სამუშაოები, კერძოდ; შეძენილი იქნა რიტუალების სახლებისათვის ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალგაზრდულ სახლებს, შემოიღობა სახბორეები.

 ბატონო ილია, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რა პროექტების განხორციელებაა ამ კუთხით დაგეგმილი?

 

მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აუცილებელი პირობაა. 2016 წელს დაგეგმილია ქ. წალკის ქუჩების ასფალტირება, განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მიმდინარეობს  ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ქციაზე, რომელიც  მიერთებულია სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზასთან. აღნიშნული ხიდი მოემსახურება მუნიციპალიტეტის 17 P1070062სოფლის დაახლოებით 6000-მდე მოსახლეს, ასევე მიმდინარეობს სოფლებში- ბეშთაშენი, სამადლო, ახალშენი 11 კილომეტრიანი წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს  1500-მდე ბენეფიციარის  24 საათიან წყალმომარაგებას.დაწყებულია სოფ. კოხტასა და ხარების წყალსაქაჩის მშენებლობა, რითაც ფაქტიურად შიდა გზებიგადაწყდება ამ ორის სოფლისათვის სასმელი და სამეურნეო წყლის მიწოდების პრობლება,ზემო აღნიშნულ სოფლებს  წლების განმავლობაში საერთოდ არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი. სოფელ ფეჯისსა და თამალახარაბაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, რითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის წყლით მომარაგება. ქ. წალკაში მოეწყობა შადრევანი. სოფ.დაშბაშის კანიონთან მოეწყობა ფანჩატურები. ქ. წალკაში თაყაიშვილის ქუჩაზე არსებულ ძველ შენობას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და გადაეცემა წალკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რითაც მოსახლეობას გაუუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების პირობები.მიმდინარეობს და წელს  დასრულდება ქ.წალკის ცენტრალური პარკის სრული რებილიტაცია და კეთილმოწყობა, ასევე ქ. წალკის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც აღარ დაიტბორება ქალაქის ცენტრალური ქუჩა.

 

როგორც ვიცით, წალკა მიწათმოქმედებით არის დაკავებული რა კეთდება საამისოდ, რომ მიწის რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული?

დიახ, მუნიციპალიტეტში ყველაზე წარმატებული დარგია სოფლის მეურნეობა (მებოსტნეობა, მესაქონლეობა), რომლითაც დაკავებულია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.სოფლისმეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩვენს მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 42(ორმოცდაორი) სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივი. 16(თექვსმეტ) კოოპერატივს გადაეცა 125 (ასოცდახუთი) მოტობლოკიდა 40(ორმოცი) ხელის სათესი, ასევე სოფელ ხანდოსა და არწივანში არსებულ მსხვილკოოპერატივებს გადაეცათ „ბელარუსი T-82“ მარკის ტრაქტორი.

  • ბატონო ილია, რამდენი ლარით დაიგეგმა 2016 წლის ბიუჯეტი და რომელ პრიორიტეტულ სფეროებზეა გათვალისწინებული თანხა?

 

2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს  7 000 816ლარს, რაც განაწილებულია ძირითადად სოციალურ და ინფრასტუქტურულ პროექტებზე.

 

  • როგორ მუშაობს სოფლის განვითარების პროგრამა და შარშანდელთან შედარებით გაიზარდა თუ არა ამ სფეროს დაფინანსება?

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა წალკის მუნიციპალიტეტისათვის. წინა წელთან შედარებით 31.400 ლარით გაიზარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინასება.

 

  • წალკის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები რა პრობლემებით მოგმართავენ და რამდენად აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს?

მოსახლეობა მოგვმართავს როგორც ყოფითი, ასევე სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.  მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტის მიუხედავად მაქსიმალურად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები.

 

  • რა სახის სოციალური პროგრამები ხორციელდება მუნიციპალიტეტში და რამდენად არის ის მორგებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მოსახლეობა მოგვმართავს სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, ამიტომ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 200 000 ლარი. გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 1 თებერვლის  N4 დადგენილების საფუძველზე გასცემს ფულად და არაფულად დახმარებებს. ფულადი სოციალური დახმარება გაიცემა:

დედ-მამით ობოლ ბავშვებზე, სოციალურად დაუცველ  ოჯახებზე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერნებისა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე, ხანდაზმულ პირებზე, სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილ ოჯახებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, მარჩენალსდაკარგულ ოჯახებზე,  შშმ პირებზე, ასევე გათვალისწინებულია ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება, თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება გარკვეული კატეგორიის პირებზე.არაფულადი სოციალური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გაჭირვებულ პირებზე. ფინანსდება მათი სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია, ქიმიოთერაპია), რომლებიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით, ასევე ფინანსდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურები.

 

  • მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტი მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როლმაც ქვეყანაში  რეზონანსი გამოიწვია, წალკას რამდენად შეეხო და რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას?

წალკის მუნიციპალიტეტისმთლიანად არის შეტანილი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. პირველადი რეგისტრაციით 9060 ადამინმა მიიღო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, ასევე მიმდინარეობს მოქალაქეთა განცხადებების მიღება. ამ ეტაპზე მიღებულია  808 განაცხადი სტატუსის მინიჭების თაობაზე, აქედან 510 მოქალაქეს მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ, როგორც საშემოსავლო ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათებით.  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე გაიცემა ფულადი დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 3 და მომდევნო ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის სექტემრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები საპენსიო ასაკს მიღწეული პირები მათთვის გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს მიიღებენ 20% -იანი დანამატით, ხოლო პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება 35%-ით, ასევე გაზრდილი ოდენობით მიიღებენ ანაზღაურებას ექიმები და ექთნები. ყოველივე ზემო აღნიშნულის გარდა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი და ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით

როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა წალკას აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია და რა შეიძლება ბაზარზე გავიტანოთ?

ვინაიდან, წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ძირითადი დაკავებულია სოფლის მეურნეობით (მებოსტნეობა, მესაქონლეობა) საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს  რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული. ვფიქრობთ სამომავლოდ წალკის პროდუქცია არამარტო შიდა ბაზარს აითვისებს. როგორც ვიცით ევროკავშირის მოთხოვნილებით, პროდუქციამ სურსათი უვნებლობის ტესტი უნდა გაიაროს, წალკის პროდუქცია სულ მალე დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნლებას და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ევროპული მოთხოვნილების პროდუქცია აწარმოოს წალკის მოსახლეობამ, რომელსაც თავისი მომხმარებელი  ყოველთვის ეყოლება და კონკურენციას გაუწევს სხვა მწარმოებლებს.

როგორ ვიცით წალკა აქტიური სპორტული ცხოვრებითაა დაკავებული,  სპორტულ და კულტურულ მიღწევებზე რას გვეტყვით?

წალკის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით მოეწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაწალკა და წალკის სპორტული მიღწევებიუტარდა 16  მინი ფეხბურთის სტადიონს და 8 სპორ

ტულ დარბაზს, სადაც ჩაბმულია 350 მოზარდი სხვადასხვა სპორტული სახეობების მიხედვით,  სასპორტო სკოლის აღსაზრდელები არიან აღმოსავლურ ორთაბრძოლებში საქართველოს ჩემპიონები, ევრაზიისა   და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები.

მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების მიმართულებით ფუნქციონირებს ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის შემსწავლელი წრეები, ასევე ჩამოყალიბებულია ანსამბლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ როგორც რეგიონალურ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე.

 

  • ამ ბოლოხანებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  გაუმჯობესების მნიშვნელობაზე მთავრობამ გაამხვილა ყურადღება,  აქტიური გახდა საბავშვო ბაღებში შექმნილი  მდგომარეობის გამოსწორება და თანამედროვე სტანდარტების ათვისება, ამ მხრივ წალკაში რა მდგომარეობაა,  მაგალითად: ერთერთი არასამთავრებო ორგანიზაციის  2014  წლის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, წალკის ნომერ პირველ ბაღში  მცირედი ხარვეზები იყო, თუ  გამოსწორდა მდგომარეობა და  როგორია  საბავშვო ბაღების მატერიალურ ტექნიკური ბაზა? სოფლებში კი საერთოდ არ არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება…

 

წალკის მუნიციპალიტეტში  ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც სწორედ 2014 წელს სრულად გარემონტდა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და  აღიჭურვა თანამედროვე  ინვენტარით,   სამომავლოდ კი იგეგმება რამდენიმე სოფელში საბავშვო ბაღის გახსნა.

 

  • სამომავლოდ კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ თქვენს მუნიციპალიტეტში?
  • მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ შესწავლილია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები. სამომავლოდ ჩვენი მთავარი  მიზანია იმ ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარება, რომელიც პრიორიტეტულია და რომლის მოგვარებასაც ყველაზე მეტად საჭიროებს მუნიციპალიტეტი.

სამომავლოდ იგეგმება მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილის მოასფალტება. მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში დამატებით იგეგმება წყალსადენებისა და ჭაბურღილების მოწყობა.ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ტყის მასივი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია გაზიფიცირება. ამ ეტაპზე  დაწყებულია  მუშაობა ქ. წალკისა და სოფლების გაზიფიცირებაზე, დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებულია და ბუნებრივი აირით სარგებლობს ქ. წალკის მოსახლეობის 20%.  ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან სოფელ ავრალნოსა და გუმბათში სარწყავი არხების მშენებლობაზე.

კულტურისა და სპორტის განვითარების მიმართულებით დამატებით იგეგმება მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია და დამატებითი წრეების გახსნა, ახალი სპორტული დარბაზების, ფეხბურთის   მწვანე საფარიანი მინი სტადიონების მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე გადაწყვეტის პროცესშია სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები.

 

 

                                                                                                                                                   ესაუბრა

                                                                                                                                                მაია ბერიდუ                                                                                                                                                                          

 

                                                                                                                                                           

                                                                                                                                                       

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts