ანონსიახალი ამბები

ჩინელი ინვესტორები საქართველოში ჩაის დარგის განვითარების პოტენციალით დაინტერესდნენ

სოფლის მეურნოების მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის საქართველოში ჩაის პლანტაციების განვითარების პროგრამა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

ნოდარ კერესელიძემ ჩინელ ინვესტორებს გააცნო ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებული ახალი პროგრამა, რომელის ფარგლებშიც მომავალი წლიდან იგეგმება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის ტრადიციის აღდგენის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ინვესტორებმა ჩინეთის ჩაის წარმოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჩაის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრისას აღნიშნა, ჩაის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის და სწავლების კომპონენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ფერმერები ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ. შეხვედრაზე აჭარის რეგიონში ჩაის მუზეუმის გახსნის იდეაც განიხილეს, რაც საქართველოში ჩაის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts