ანონსიახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

23-12-2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის
ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის
ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას განაგრძობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში
ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებიც ჩაერთო. შსს-ს წარმომადგენლებმა
მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია
მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს.

კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის
ღონისძიებაა დაგეგმილი.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts