ანონსიახალი ამბები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით საგანელიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით საგანელიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კოლეგებს საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. გიორგი კახიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროცედურა განმარტა. მისი თქმით, კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება, რომლის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით საგანელიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts