ანონსიახალი ამბები

თედო ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები გამართა

28-29 სექტემბერს, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, შეხვედრები ევროპის საკითხებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან, მაიკლ კარპენტერთან, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრთან, სტივენ ჰედლისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-სა და ევროპის ცენტრის დირექტორთან, ფიონა ჰილთან, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰეზერ კონლისთან, მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმსრულებელ დირექტორთან, კურტ ვოკერთან, რამსფელდის ფონდის დამფუძნებელთან, დონალდ რამსფელდთან, რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, ჯონ ბეირლისთან, საერთაშორისო საკითხებში კომპანია “ფორდის” ვიცე-პრეზიდენტთან, სტივენ ბიგანთან, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის აპარატის ყოფილ უფროსთან, მაიქლ ოქსთან და გუგენჰეიმის საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ მედიშთან გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები და ბოლო ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა რეგიონის დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების გაღრმავებისთვის საქართველო – აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონული პოლიტიკის, დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებს.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts