ახალი ამბები

მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მოქალაქეებად მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშაონ საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ნანა

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts