ანონსისაზოგადოება

გაიცანით საქართველოს ერთადერთი რეინჯერი ქალი

გაიცანით ეს 23 წლის სალომე იდოიძეა, რომელიც ქალისთვის უჩვეულო საქმეს აკეთებს! ყოჩაღ, ის საქართველოს ერთადერთი რეინჯერი ქალია. როგორც მან კავკასიის ბუნების ფონდის ჟურნალისტს უთხრა, პატარა იყო, როდესაც მამამ ცხენის ტარება ასწავლა. “იქ სადაც მე ვიზრდებოდი, ბევრი ცხენი იყო. ზაფხულში თუ მომინდებოდა, ყოველთვის შემეძლო მეჯირითა, თუმცა თუ ადგილებს კარგად არ იცნობ და ცხენზე დაჯდები, შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდო.” – ყვება სალომე. ის სოფელ დართლოს მკვიდრია და ამიტომ თუშეთს კარგად იცნობს.იმ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა რეინჯერი პატრულირებს, პატრიარქალური კულტურაა გამეფებული, ამის გამო მას ხშირად ხვდება მისი საქმიანობით გაოცებული ადგილობრივები. ამის გარდა, სალომეს თავის ასაკთან შედარებით პატარა შეხედულება აქვს. ”მე მიყვარს მთები, ცხენები, ფოტოგრაფია” – ამბობს სალომე. პროფესია საშუალებას აძლევს დატკბეს ქართული ბუნების სილამაზით, ხშირად სხვა რეინჯერებთან ერთად უწევს შორ მანძილებზე გადაადგილება და დღე-ღამის ღია ცის ქვეშ გატარება, ამ დროს გზაში საგზალი მიაქვთ. ხილ-ბოსტნეული კი თუშეთის სოფლებში ისედაცმრავლადაა.გადაადგილებისას, სალომეს თავისი ფოტოკამერა მუდამ თან დააქვს, როგორც ამბობს, თუშებს თავიანთთვის დამახასიათებელი და განსაკუთრებული გარეგნული შტრიხები აქვთ, რეინჯერი ფოტოპორტრეტებს იღებს და იმედოვნებს რომ ისინი ერთ დღეს თავის გამოფენაზე მოხვდება.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here