ახალი ამბებიკონტაქტი

უსახლკარო პირთა უფლებების დაცვა იძულებითი გამოსახლებისას

დღეს, საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილ პირთა რიცხვი მასშტაბურია. კვლევები აჩვენებს, რომ უსახლკარობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა, ისინი უმეტესწილად კავშირშია სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტურობასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა. სათანადო დაცვის გარეშე დარჩენილი, გამოწვევების წინაშე მდგარი ოჯახებისთვის, გამოსავალი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, ხშირად, ერთადერთი საცხოვრებლის გაყიდვა ან სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთვა ხდება, რაც უმეტეს შემთხვევაში ოჯახების უსახლკარობას განაპირობებს. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები,თვითდახმარების მიზნით,იკავებენ სახელმწოფო და სხვა ობიექტებს და უმძიმეს პირობებში, გამოსახლების მუდმივი რისკის ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. უსახლკაროთა საცხოვრისის საკითხის კრიტიკულობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია, მისი შეფასების, საჭიროებების გამოვლენის, სტატუსის მინიჭებისა და საცხოვრისითა და სხვა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის ადეკვატური პოლიტიკა.

იმპირობებში, როდესაცსახელმწიფო ვერ ახერხებს, აღწეროსგამოსახლებულიპირები,მოახდინოსმათიდიფერენციაციასოციალურიმდგომარეობისმიხედვითდაგამოსახლებისპროცედურისაღსრულებისთანავეუზრუნველყოსუსახლკაროდ დარჩენილები სათანადო საცხოვრისით, იძულებითი გამოსახლების პროცესის დამყარებამხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაზე,არსებითად არ ცვლის გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფ პირთა მდგომარეობას.შესაძლოა, ცვლილების ინიციატორი ვარაუდობს გამოსახლების პროცესის გადავადებას სამართალწარმოებისთვის საჭირო დროით,თუმცა ესგამოსასახლებელი პირებისათვისმდგომარეობის შემსუბუქებადვერ ჩაითვლება.
სრული მასალა იხ. გაზეთის ფურცლებზე

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here