ახალი ამბებიდმანისისაზოგადოებასპორტი

დღეს დმანისში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა

ოლიმპიური ჩირაღდნის ანთება მოხდა საბერძნეთში, პანათინაიკოსის სტადიონზე. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის 26 მაისს ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ჩამოვიდა.

ევროპის რიგით მე-13 ოლიმპიური ფესტივალი 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარდება. საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი პირველად შემოვიდა და წელს თბილისიც პირველად მასპინძლობს ოლიმპიურ დღესასწაულს.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობა:- ჩოგბურთი, ძიუდო, კალათბურთი, ველოსპორტი, ცურვა, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ხელბურთი და სპორტული ტანვარჯიში ჩაერთვება. თბილისში კონტინენტის 49 ქვეყნის 3900 სპორტსმენი მოიყრის თავს.

2 ივნისს კი ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტსა და სიმბოლოს, ოლიმპიურ ცეცხლს დმანისი უმასპინძლებს, ხვალ კი ცეცხლი ბოლნისში გადაინაცვლებს.

ოლიმპიადის დაწყებამდე 1 თვეზე მეტია დარჩენილი, გეგმის თანახმად ოლიმპიურმა ცეცხლმა ფესტივალის დაწყებამდე, საქართველოს 66 ქალაქი უნდა მოიაროს.

ავტორი: დმანისელი

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here