ახალი ამბებიდმანისისაზოგადოებასპორტი

G.M.F _ის ახალგაზრდა ძალოსნებმა დმანისი მსოფლიო ჩემპიონატის არენაზე ასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინიდან ძალისმიერი სპორტის 25-ე საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდური II  ადგილით დაბრუნდა.

ქალაქ ლუცკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებმა სულ 18 ოქოს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიდი კონკურენციის მიუხედავად საქარველოს ძალისმიერი სპორტის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური II ადგილის მოპოვება შეძლეს.

ეროვნული ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდული ნაკრების სპორცმენები, რომელიც დმანისელი ახალგაზრდა ძალოსნებით არის დაკომპლექტებული. ახალგაზრდა ძალოსნებმა მსოფლიო არენის ტაბლოზე დმანისი ასახელეს. G.M.F-ის წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ოქროს და ერთი ვერცხლის მოპოვება შეძლეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დღეს უკვე დმანისელი ძალოსანი და გუნდ G.M.F-ის ხელმძღვანელი ვასილ ასლანიშვილი უდგას სათავეში.

ვასილ პირველ რიგში გილოცავ ამ წარმატებას, დმანისელმა ახალგაზრდებმა შეძელით მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გესახელათ საქართველო და დმანისი. რას გვეტყვი მსოფლიო ჩემპიონატზე, რამდენად რთული იყო ამ შედეგის მიღწევა?

– მოგესალმებით. მას შემდეგ რაც ლიბერთი ბანკმა გამოიჩინა ინიციატივა და გვერდში დაგვიდგა უკეთეს პირობებში ვარჯიშობდით. 26 აპრილს დმანისის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში, სადაც ბიჭებმა იასპარეზეს წარმატებით. დმანისის გუნდმა მოიპოვა 5 ოქროს მედალი.

წინა კვირას კი ლიბერთი ბანკის დაფინანსებით ჩვენ ჩავედით უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქ. ლუცკში. გუნდი მიუხედავად დიდი კონკურენციისა, დმანისელმა ძალოსნებმა შევძელით 5 ოქროს და ერთი ვერცხლის მოპოვება.

ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

დმანისის გუნდი დაკომპლექტებული იყო 5 სპორცმენით: ლევანი ბალახაძე, აკაკი ჩხვიმიანი, ვანო ანდიაშვილი, კახა ჩაჩანიძე და ვასილ ასლანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ სპორცმენებიდან ყველამ უმაღლესი შედეგი დააფიქსირეს ტაბლოზე, რაც უდიდესი წარმატებაა დმანისისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ მომავალში. ვასილ როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

– დღესდღეობით ძალისმიერი სპორტის ფედერაცია დაინტერესდა დმანისით და 21 ივნისს ქ. დმანისში ჩატარდება საქართველოს ღია ჩემპიონატი, სადაც მოწვეულნი არიან საქართველოს ყველაზე ძლიერი სპორცმენები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შორის უკვე 6 დმანისელი  სპორცმენია.

 

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here