ახალი ამბებიდმანისიკულტურა

კიდევაც დაიზრდებიან…

დმანისის მუნციპალიტეტში კულტრის სფეროში და ახალგაზრდობასთან მუშაობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კუტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი  ქეთევან ჩხეტიანი:

    დმანისში ნიჭიერი ხელოვანები და მელომანები მოღვაწეობენ. ახალგაზრდობაშიც იგრძნობა ინტერესი და პატივისცემა ხელოვნების ყველა დარგის მიმართ. განსაკუთრებით დასაფასებელია მოსწავლე ახალგაზრდების სიყვარული ფოლკლორისა და  ხალხური რეწვის მიმართულებით, თუმცა არც სამეჯლისო – სპორტული ცეკვების სტუდიას აკლია მოცეკვავეები. ჩამოვთვლი იმწარმატებებს, რაც დმანისელმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს ბოლი თვეებში კულტურის სფეროში და სხვადასხვა სახის შეჯიბრებებზე.

მიმდინარე წლის 10 მაისს ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნიჯვერსიტეტში გამართულ სამეჯლისო-სპორტული ცეკვების კონკურსზე  ,,თსუ-ისთასი“დმანისელმა მოცეკვავეებმა პირველი ადგილი მოიპოვეს ანსამბლების კონკურსში. მოცეკვავეები დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია ,,დანსში“ აღიზარდნენ   ნანა ანსიანის ხელმძღვანელობით.

21 მაისს ქ რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ჩატარდა ქვემოქართლის მოსწავლეთა კონკურს-ფესტივალი ,,ეარი“, სადაც წარმატებით გამოვიდა დმანისის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდი და გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა ნომინაციებში. სილამაზის კონკურსში ჟიურის სიმპათია გახდა მარიამ ოქრიაშვილი, ხოლო საუკეთეო ქორეოგრაფიის ტიტული დაიმსახურა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“, დაჯილდოვდნენ დიპლომებითა  და  ფასიანი საჩუქრებით.

29 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და  ჯომარდობის ფედერაციამ პირველი ადგილი დმანისელ ახალგაზრდობას მიანიჭა ბორჯომის  მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შეჯიბრში.დმანისელებმა თავიგამოიჩინეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  კლუბ ,,რა, სად, როდის“ მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ თამაშშიც. აგვისტოს პირველ დღეებში სამი დმანისელი ახალგაზრდა ბაღდათში, სოფ. ვარციხეში სკაუტურბანაკში მიემგზავრება.

 

 

DSCN1612 Picture 1531

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here