ახალი ამბები

ავრანლოს აღმოჩენა- ისტორიული ფაქტი

საქართველო ისტორიულად ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა, მის ყოველ ადგილს თავისი ისტორია აქვს, ასევე ძალიან დიდი ისტორია აქვს ავრანლოს. აქამდე მოყოლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბევრი რამ იქნა აღმოჩენილი , აქ არსებული ხეობა მთლიანად არის დაცული არქეოლოგების მიერ.

ჩვენ შევხვდით აქეოლოგებს, რომლებიც აწარმოებდნენ  წლკის რაიონში გათხრებს.                                                                            -რამდენად მნიშვნელოვანია ავრანლო, როგორც კვლევითი ობიექტი?

-ავრანლოს ციხე და მთლიანი ის ხეობა,  სადაც ეს ციხე მდებარეობს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიას და მისი ხელყოფა ისჯება კანონით. ამ ხეობაში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი , რომელსაც ამ ხეობაში აშენებული ჰქონდა ეკლესია-მონასტერი.

 -შესაძლებელია თუ არა ამ ტერიტორიაზე იქნას ნაპოვნი რაიმე სახის არტიფაქტი?                        -რა თქმა უნდა, ეს არ არის გამორიცხული და თუ ამ სოფლის რომელიმე მაცხოვრებელი აღმოჩენს ამ არტიფაქტებს, სასწრაფოდ უნდა გვაცნობოთ, რადგან ავრანლო და მთლიანობაში წალკის რაიონი წარმოადგენს ისტორიულ კუთხეს.

ავრანლოს ხეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ციკლოპური ციხე, რომელიც თარიღდება ძვ.წ.1 ათასწლეულით. იგი იყოფა სამ ფენად. მისი შესასვლელი არის წყაროს მახლობლად . ამ ციხის კედლები არის 2-3, ზოგან 4-4,5 მეტრი სისქის. მთის წვერში არსებული ციხე დანგრევის პირასაა. მისი სიგრძე 18 მეტრია, სიგანე – 25 მეტრი. ამ ციხის ტერიტორიაზე არის ეკლესია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაუკეთეს რესტავრაცია.

საქართველოს ყველა კუთხეს გააჩნია  თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლები, ჩვენი მშობლიური სოფელი მათ შორისაა , ავრანლოში მცხოვრებმა  ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ . ჩვენ უნდა შევისწავლოთ და გავაცნოთ ყველას ჩვენი მშობლიური კუთხის ისტორიული მემკვიდრეობა , გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს სოფელს, რათა არა მარტო ჩვენ წავიდეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, არამედ ჩვენთანაც ჩამოვიდნენ და გაეცნონ , თუ როგორი საინტერესო მემკვიდრეობა გვაქვს.

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here