ახალი ამბები

ბავშვის გადასარჩენათ საკმარისი თანხა არ გამოინახა

28 ივლისს 10 წლის გახდებოდა…
ორიოდე თვის წინ ნათია ბოლქვაძე გამოკვლევაზე წაიყვანეს თბილისში. გამოცდილ პედაგოგს – დალი გაგუას არ გამოპარვია, რომ წერისას ხელის დამორჩილება უჭირდა და მშობლებს მან ურჩია ექიმთან კონსულტირება. მალე საზარელი ამბავი შევიტყვეთ: სიმსივნე, რომელსაც სასწრაფო ოპერაციული ჩარევა სჭირდებოდა. ცოტა ხნით ისევ დაბრუნდა სკოლაში, ვიდრე მშობლები ოპერაციისათვის მოემზადებოდნენ. სკოლაში ისევ ხალისიანად იყო, ისევ თამაშობდა დასვენებებზე, მაგრამ კლასელებისთვის უთქვამს, შეიძლება მოვკვდეო (ახლობლების საუბარი გაუგონია უნებურად). შემდეგ იყო უმძიმესი ოპერაცია და კომა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლის მოხმარებისთვის სოლიდური თანხებია საჭირო.ალბათ გახსოვთ ქუჩებში სახელდახელოდ დამზადებული ყულაბით მოსიარულე ბავშვები, რომლებიც ყველა გამვლელს თხოვდნენ, გაეღოთ მოწყალება მათი სკოლელის გადასარჩენად.
ცუდი ამბები კი არ მთავრდებოდა. გერმანიიდან მოსული პასუხი არაკეთილსაიმედო აღმოჩნდა, საავადმყოფოს ექიმების პროგნოზი კი – “მესამე ხარისხის კომა, უპერსპექტივოა”. ორიოდე დღეში სამუდამოდ დაგვტოვა…
ბოლო საკლასო ღონისძიებიდან ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ნათიას გამოსვლა, ძალიან ლამაზი და არტისტული, თითქოს ციცინათელასავით გაანათა და ძალიან მალე ჩაქრა.

 

фото0065

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here