ანონსიახალი ამბები

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (www.iccn.ge) ინიციატივით სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელი დაარსდა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (www.iccn.ge) ინიციატივით დაარსდა სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელი, რომელიც აერთიანებს სამშვიდობო საკითხებზე და კონფლიქტების პრევენციაზე მომუშავე სამოქალაქო აქტივისტ ქალებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე სეცესირებული (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი) რეგიონებიდან. ეს არის რეგიონში პირველი ქალთა მონაწილეობით შექმნილი სამშვიდობო და მედიაციის რესურსი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების პრევენციას და სტაბილურ მშვიდობას.
2018 წლის სექტემბერში  ქსელის წევრებმა თანამშრომლობის მემორანდუმიგააფორმეს, გაიარეს ტრენინგი სამშვიდობ მედიაციაში Global Partnership for Prevention of Armed Conflicts (www.gppac.net) გამოცდილი საერთაშორისო ტრენერების მეშვეობით და გამართეს თემატური შეხვედრები თავიანთ რეგიონებში. 21 ნოემბერს თბილისში ICCN ოფისში გაიმართა ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების პრევენციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალთა შეხვედრა, სადაც მათ გაეცნოთ ქსელის
ქსელის მიზანი, ამოცანები, შემადგენლობა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები ქსელის შემდგომი საქმიანობის შესახებ, ასევე გამოთქვეს ქსელის საქმიანობაში ჩართვის სურვილი. ქსელის საქმიანობით დაინტერესება გამოთქვა სახალხო დამცველის
ოფისის წარმომადგენელმა.
სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელის შესაძლებლობების განვითარების პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, European Union Monitoring Mission in Georgia (www.eumm.ge) აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს  ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს
საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების კონცეფციათა პროექტებს.
წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუშაობდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და სთავაზობდნენ დაინტერესებულ ინსტიტუციებსა და ხელისუფლებას, ფართო საზოგადოებას, ემსჯელათ და განეხორციელებინათ კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტების მოწესრიგებისა და მათი მოგვარების გზაზე.
მიგვაჩნია, რომ ამ შრომათა ერთიანი ჩამონათვალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული მხარის დაუღალავ შრომას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად.

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here