ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

,,თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება უგულებელყოფილი ჩვენ უკან არ დავიხევთ!!!“

,,შეასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები!“, ..იმუშავეთ ან წადით“, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უზურპირებულია და დაინიშნოს არჩევნები!“, ,,ნუ ახშობთ ჩვენს ხმას“. ,,საკანონმდებლო ინიციატივა თქვენი მოვალეობაა, შეასრულეთ ის.“ – ამ და სხვა სახის მოწოდებებით გამოვიდნენ თბილისში, ვაჟა ფშაველას 16, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინ შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილები.

-მოვითხოვთ დევნილთა ფუნდამენტური უფლებების აღსრულებას. ჩვენ გვყავს უწყება, რომელსაც ჰქვია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც დღეისათვის სრულიად უმოქმედოა და არ გამოხატავს დევნილთა ნება-სურვილს, ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს დევნილთათვის, მაშინ როდესაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შეუძლია და აქვს უფლება მნიშვნელოვნად დააკმაყოფილოს დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესი. როგორ?! უმაღლეს საბჭოს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის ფუნქცია. ამის შესაბამისად, შესაძლებელია კანონში გაწერილ იქნას რომ არა უგვიანეს 2025 წლისა ყველა დევნილი დაკმაყოფილებული იყოს ბინებით, ვინაიდან იმ ტემპებით, რა ტემპებითაც მიდის დევნილთა დაკმაყოფილება კიდევ 27 წელია საჭირო. ეს არის არალოგიკური და გაწელილი ვადა. მითუმეტეს რომ დღევანდელი კანონმდებლობით არ აკისრია ხელისუფლებას ვალდებულება კონკრეტულ ვადაში მოიყვანოს ეს პროგრამა სისრულეში. – ირაკლი ტორუა, ორგანიზაცია ,,დევნილები დევნილებისთვის“, აქციის ლიდერი.

-დღეს ჩვენ იმისათვის შევიკრიბეთ აქ რომ გვჭირდება უმაღლესი საბჭოს გააქტიურება იმ მიმართულებით რომ დავძლიოთ დევნილობის სტიგმა. დაგვაკმაყოფილონ, რათა დასრულდეს ეს პროცესი საქართველოში. კონკრეტული მოთხოვნა იქნება საპარლამენტო ინიციატივის შესაძლებლობა გამოიყენოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ.

თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება უგულებელყოფილი ჩვენ უკან არ დავიხევთ და მოვითხოვთ ამ საბჭოს რეორგანიზებას ან სხვა ფორმით ჩამოყალიბებას. – დალი მიქია, აფხაზეთიდან დევნილი.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – პირისპირ შეხვედროდნენ გასასაუბრებლად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს და მათი მოთხოვნები, წინადადებები, პრობლემები გაეცნოთ არ დაკმაყოფილდა (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაცვის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს) მხოლოდ რამდენიმე ხნიანი ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად აქციის მონაწილეებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი დეპუტატი თამაზ ხუბუა გამოეხმაურა, მწვავე დიალოგი დევნილებსა და საბჭოს წევრს შორის უმაღლესი საბჭოს რეზიდენციის შესასვლელი კარის წინ – კიბეებთან შედგა!!!

-პირველად გამოვიყვანეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხალხთან დასალაპარაკებლად. პირადად, მე ვაიძულე ან დევნილებტან შეხვედრა ან ღია კარის დღე. იგი მხოლოდ მარტო ჩემთატ თანხმდებოდა საუბარს დიალოგის რეჟიმში. მე არ მივეცი მას ეს ფუფუნება, მარტო ჩემთან ესაუბრა. ვუთხარი რომ არ შედგებოდა ჩვენი დიალოგი, თუ არგასცემდა პასუხს ხალხის კითხვებს. მე ვარ ამაყი დღეს, რომ ერთი ნაბიჯი გადადგეს ხალხთან სასაუბროდ. მივეცით ერთი თვის ვადა, რათა შეასრულონ დღემდე შეუსრულებელი მოვალეობები დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენს მხარს გვიჭერენ დევნილები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც ასევე მზადყოფნას გამოხატავენ დაიცვან მათი უფლებები. -ამბობს  ეკატერინე გაბელაია, ორგანიზაცია ,,დევნილები დევნილებისთვის’’ აღმასრულებელი დირექტორი.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ დევნილებთან საუბარში აღნიშნა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს დევნილთა პრობლემების შესასწავლად და დაეხმაროს მათ.

მანანა ლეშკაშელი

 

დევნილებმა აქცია გამართეს

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here