ახალი ამბებისაზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილმა ლევან ღებრანძემ საქართველო დევნილთა სამინისტროს გულგრილობის გამო, იძულებით დატოვა

 

 

 

ოჩამჩირელი (დევნილობაში რუსთავში მცხოვრები) ლევან ღებრანძე ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ორი წლის წინ გაემგზავრა.

ის აცხადებს რომ, სახელმწიფომ მას და მის ოჯახს კანონით მინიჭებული უფლება წაართვა და სწორედ ეს გახდა მისი მიგრაციის უმთავრესი მიზეზი.

-ესპანეთში წასვლამდე, ვინ დათვლის, თუ რამდენჯერ მივედი დევნილთა და განსახლების სამინისტროში, მოგეხსენებათ მათი გულგრილი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ! მე ბინით დაკმაყოფილებას ვითხოვდი, ისინი კი  ,,სოფლად სახლის“ პროგრამას (მიზერულ თანხას ბინის, სახლის შესასყიდად, ისიც თანადაფინანსებით) მთავაზობდნენ და არა ბინას, რაზეც მე უარი განვაცხადე. ავიღეთ პროცენტიანი ვალი და ისე გავემგზავრეთ საზრვარგარეთ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ბახტაძესაც მივმართე წერილობით გადმოეცათ ბინა ჩემთვის, მაგრამ უშედეგოდ. მივმართე სახალხო დაცვის აპარატსაც დახმარების მიზნით, მაგრამ ასეთი პასუხი გამცეს – ეს ჩვენ არ გვეხება!

ჩვენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვართ მეორეხარისხოვანი ხალხი ჩვენი სახელმწიფისთვის და იძულებულს გვხდიან დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა, დავყაროთ ფარ-ხმალი, რათა არ მოვითხოვოთ ის რაც გვეკუთვნის. ნაინტერესებს ვის ვეკუთვნით?

ემიგრანტი ლევან ღებრანძე, რომელიც ესპანეთში წითელი ჯვრის დახმარებით სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების დაცვას და ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

თუ, რატომ უჩერდებათ აფხაზეთიდან დევნილებს მათთვის კუთვნილი შემწეობა – 45 ლარი საზღვრის გადაკვეთისთანავე, სად მიდის შეჩერებული თანხები?! როდის მოხდება დევნილთა სრული დაკმაყოფილება ფართებით, რა კრიტერიუმებით არჩევს სამინისტრო დევნილებს, რა თანხებია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ დევნილთა სახცხოვრებელი ფართების ასაშენებლად და რა ვადებში, როგორ და რა გზებით უნდა მოხდეს ემიგრანტი ლევან გებრანძის და სხვა ემიგრანტი დევნილების პრობლემების გადაჭრა ფართის გადაცემასთან დაკავშირებით,  – ამ კითხვებს,  იმედია შესაბამისი სამინისტრო გასცემს პასუხს და სხვა დევნილთა საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებიც გამოეხმაურებიან.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here