საზოგადოება

ქალები აფხაზეთიდან..

პორტრეტები.

თბილისში აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის 15 ქუჩაზე სტალინის დროს აშენებულ ორსართულიან ბინაში 86 წლის ვარვარა ივანეს ასული ასლანიდი ცხოვრობს.

ის ეროვნებით ბერძენია. დაიბადა წალკაში. როგორც მეუბნება მისი მშობლებიც წალკაში დაიბადნენ, ბებია-ბაბუა კი თურქეთში…

მშობლიური ენა პონტოურია. იმის მიუხედავად, რომ დიდხანს არ უცხოვრია პონტოში ის ეხლაც კარგად საუბრობს მშობლიურ ენაზე.

გასულ წლებში საბერძნეთში იყო ნათესავებთან – სალონიკში, თუმცა როგორც ამბობს თბილისში ის თავს ყველაზე უკეთ გრძნობს.

ქალბატონი ვარვარა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც სასაწავლებლის დამთავრების შემდეგ მივლინებით აფხაზეთში გაუშვეს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში ის ჩაის ფაბრიკის მთავარი ეკონომისტი იყო 35 წლის განმავლობაში…

86 წლის ქალბატონი ვარვარა მარტოხელაა, მაგრამ მას ხშირად აკითხავენ ნათესავები და ახლობლები. დღეს ის მოინახულა ყოფილმა თანაკუთხელმა და თანამშრომელმა აფხაზეთიდან – ელვირა სურმანიძემ, რომელმაც მარტოხელა ქალის ერთი დღე გაალამაზა – მათ აფხაზეთში გატარებული დრო ტკბილად გაიხსენეს.

 

ქალბატონი ვარვარა მარტო ცხოვრობს და მას უჭირს გადაადგილება ავადმყოფობის გამო.

საქართველო-საბერძნეთის კეთილმეზობლური, კულტურული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის, რაზეც საქართველოში მცხოვრები ათასეულობით ბერძენი მეტყველებს…

ჩვენ რამოდენიმე საათი დავყავით ქალბატონ ვარვარვარასთან, შემდეგ კი ის ისევ მარტო დარჩა თავის ბინაში, სადაც ვფიქრობ წლების განმავლობაში იწერებოდა ერთი ბერძენი ოჯახის საინტერესო ისტორია…

ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ და დიასპორამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს!

 

მანანა ლეშკაშელი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here