ანონსიახალი ამბები

ადამიანისეული უსაფრთხოება -კონფლიქტების პრევენციისათვის

ადამიანისეული უსაფრთხოება -კონფლიქტების პრევენციისათვის

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, კავკასიაში Global Partnership for Prevention of Armed Conflicts (GPPAC) პროგრამის კოორდინატორი ზაალ ანჯაფარიძე, ადამიანის უსაფრთხოების შემადგენელ კომპონენტებზე გვესაუბრება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადაპტაციური ლიდიერობაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სათემო აქტივისტებისათვის, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ, მაღალი რისკის ჯგუფებთან და მოწყვალდ ჯგუფებთან.

როგორც წესი, რთული და კონფლიქტოგენური გარემო ნაკლებად პროგნოზირებადია. განსხვავებული ინტერესთა მქონე ჯგუფები არ ემორჩილებიან ტრადიციულ ჩარჩოებს  და რთულად კონტროლირებადი არიან. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ასეთ გარემოში ადაპტაციური ლიდერობის გამოყენება, როდესაც შეგიძლიათ წახვიდეთ გონივრულ რისკებზე, უსმინოთ განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებს და გავლენა მოახდინოთ მათზე.

 

რთული სიტუაციები და რთული გარემო ითხოვს ადაპტაციურ ლიდერობას, რათა ლიდერებს შეეძლოთ ცვალებად დინამიკასთან და განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებთან ადაპტირება. რთულ კონფლიქტოგენურ გარემოში ადაპტიურ ლიდერობას მიმართავენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ბიზნესის, პოლიციის/უსაფრთხოების და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგანაც ისინი აღიარებენ რომ ლიდერობის ეს მეთოდი უფრო ეგექტურია რთულ და კონფლიქტოგენურ გარემოში. მიუხედავად ქაოტური და წინააღმდეგობრივი ინფორმაციისა, ადაპტაციური ლიდერები ახერხებენ გაიგონ სხვა ინტერესთა ჯგუფების მოტივაცია და ქცევის მაგალითები. ადაპტაციურ ლიდერებს შეუძლიათ მიიღონ  სიტუაციის გაურკვევლობა და ორაზროვნება  პრობლემის მოგვარების პროცესში.

 

ადაპტაციური ლიდერობა მოითხოვს ისეთ ჩვევებს, როგორიც არის:

  • სწორი და სიტუაციის შესაბამისი ხედვის და სტრატეგიის შემუშავების უნარი
  • გამბედაობა და რთული, ზოგჯერ რისკიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, მკაფიო და გასაგები გზავნილების მისაწოდებლად მხარდამჭერთა მობილიზებისათვის

 

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, „როგორც სხვადასხვა ქვეყნების და კონფლიქტური სიტუაციების გამოცდილება აჩვენებს, ადაპტაციური ლიდერობა ხშირად ეფექტური ინსტრუმენტია კონფლიქტთაც დაკავშირებული არაერთ პრობლემასთან გასამკლავებლად. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლიდერობის უმეტესი მოდელები ზოგჯერ არ არის რელევანტური რთულ კონფლიქტოგენურ გარემოში, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების გარემოცვაში პრობლემების მენეჯმენტისათვის, რადგანაც შეუძლებელია ასეთ რთულ გარემოში აკონტროლო და მართო სრულიად განსხხვავებული ინტერესებისა და მოთხოვნების მქონე ჯგუფები.“

ჩვენ მას დავუსვით კითხვა, თუ კიდევ რა გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული ადაპტაციური ლიდერობის რეალურ ცხოვრებაში და კონფლიქტოგენურ გარემოში გამოსაყენებლად?

 

„არცერთ ცალკეულ პირს ან ჯგუფს არ შეუძლია მარტომ გაიგოს და შეაფასოს რთული და კონფლიქტური გარემო. ადაპტაციური ლიდერები არ ცდილობენ თავს მოახვიონ მარტივი „კარგი ბოროტის წინააღმდეგ“ ანალიზი არსებულ კონტექსტს სადაც კონფლიქტის არეალში არის ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი, ჯგუფი და ყველა მხარეს აქვს თავის ლეგიტიმური წუხილები. ადაპტაციური ლიდერები ისმენენ ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ აზრს რათა გაიგონ თი როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რათა გაარკვიოს მათი საჭიროებები და ინტერესები. ამ შემთხვევაში, ინფორმაცია თქვენი ძალაუფლების ერთ ერთი ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინფორმაცია არ ექვემდებარება გაზიარებას, ადაპტაციური ლიდერი აღიარებს და ხვდება რომ რთულ გარემოში სხვა დაინტერესებული მხარეები უფრო მეტად იქნებიან მზად ხელი შეუწყონ მშვიდობას და ადამიანის უსაფრთხოებას თუ მათ ექნებათ მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია. როდესაც ახალი გამოწვევები ჩნდება, ადაპტაციური ლიდერები მზად არიან მიიღონ რთული გარემოსათვის დამახასიათებელი ქაოსი და არაპროგნოზირებადი სიტუაცია. ასეთ გარემოშიც კი ადაპტაციური ლიდერები განაგრძობენ ყველა მხარის მოსმენას, გაგებას და ინფორმაციის გაზიარებას იმისათვის რომ მეტი გაიგონ ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ადაპტაციური ლიდერებს შეუძლიათ წარსულის შეცდომების გამეორების ნაცვლად, იმპროვიზირება და ახალი ინოვაციური მიდგომების შეთავაზება, რაც იძლევა განსხვავებული შედეგის მიღების საშუალებას.“

 

როგორ უნდა მოხდეს განსხვავებული მოთხოვნებისა და ინტერესების ჯგუფთა შორის დაპირისპირების შერბილება იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ კონფლიქტის პრევენცია?

რთულ და კონფლიქტოგენურ  გარემოში არცერთ ცალკე აღებულ ინტერესთა ჯგუფს არ  შეუძლია მარტო უზრუნველყოს  მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანებისათვის.  ამისათვის ადაპტაციური ლიდერები ხელს უწყობენ ფართო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგანაც მშვიდობა და უსაფრთხოება, სადაც არ უნდა მყარედებოდეს ის, თუნდაც ერთ რეგიონში ან პროვინციაში, როგორც წესი, მოითხოვს მრავალი და ერთმანეთისგან განსხვავებული დაინტერესებული მხარეების ერთობლივ მუშაობას (მთავრობა, უსაფრთხოების სამსახურები, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი).  ადაპტაციური ლიდერები აღიარებენ, რომ ამ განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებს სჭირდებათ მოედანი/ ფორუმი თავიანთი ძალისხმევების კომუნიკაციისა და კოორდინირებისათვის, უპირველესად იმისათვის, რომ რომ  დასწიონ კონფლიქტების სიმწვავე ან მათი დუბლირება და ასევე მოძებნონ თანამშრომლობის სფეროები.

 

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here