ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

კულტურული მეხსიერება.ჰავა აიდენ-გივიძე: “ჩემთვის საქართველო ყველაფერია”

ჩვენებურები თურქეთიდან

 

,,როცა საქართველოში მივდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს საქართველოში გავიზარდე“. – ჰავა აიდენ გივიძე-ასე ამბობს საქართველოს მონატრებული.

ჰავა აიდენ-გივიძე დაიბადა ქ. ართვინის ბორჩხის რაიონის სოფელ მაჭახელაში. გაიზარდა და დღემდე ცხოვრობს სტამბოლში.გაგაცნობთ ჩვენს თანამემამულეს  არაჩვეულებრივ ქალბატონს, რომელიც საქართველოს სიყვარულით არსებობს და მისთვის საქართველო გენეტიკური სამშობლოა.

 როდის გაგიჩნდათ ქართული ენის შესწავლის სურვილი?

-მე ჩემი ,,დედა ენა“ ბავშვობიდან მაინტერესებს. მაჭახლის კილოთი ვსაუბრობდი, არ ვიცოდი წერა-კითხვა. 2014 წელს სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრში გავწევრიანდი და ამავე კულტურის ცენტრში ვისწავლე ქართული წერა-კითხვა. ქართულის მასწავლებელი ქალბატონი ნატალი გვალის მიერ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ბოლო წლებში კი ბორჩხელების სახელობის ასოციაციაში ქართული ენის საკვირაო კურსებზე დავდივარ და დამატებითად ვსწავლობ ჩემს მშობლიურ ენას.

-ქართულ არასამთავროებო ორგანიზაციებთან და დიასპორასთან რა სახის ურთიერთობები გაქვთ?

-ამჯამად ვარ სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი. სტამბოლში არსებული სხვა ქართულ საზოგადოებთანაც მეგობრული ურთიერთობები მაქვს და მათ ღონისძიებებზეც დავდივარ სიამოვნებით. თურქეთში კერძოდ სტამბოლში არსებული ქართულ ასოციაციები ერთბლივად ქართული კულტურის გაცოცხლებაზე ვმუშაობთ. საქართველოს მწერლებთან, უნივერსიტეტებთან ორმხრივ ღონისძიებებს ვაკეთებთ. გვაქვს საკვირაო ქართული ენის კურსები და ყოველ 14 აპრილს სტამბოლის ქართული ასოციაციები ერთობლივად აღვნიშნავთ „დედა ენის დღე“ს.

 რა გრძნობა გეუფლებათ, მაშინ როცა ქართულ პოეზიას ასე ოსტატურად კითხულობთ?

-მე ქართული ანბანი ერთ კვირაში ვისწავლე. მერე ბატონმა ორჰან ბერიძემ რომელიც ქართულ ლექსებს კითხულობს, მითხრა რომ თქვენ უკვე ქართულ ლექსები უნდა ისწავლოთ, შენ ამას გააკეთებო მითხრა. ასე დაიწყო ჩემი ქართული ლექსებით დაინტერესება.  ზეპირად ვიცი უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ რამდენიმე თავი, ცნობილი აჭარელი პოეტი ზურაბ გორგილაძის რამდენიმე ლექსი, ასევე სალიტერატურო ლექსები. ძალიან მიყვარს ქართულ ლექსების წაკითხვა. საქართველოშიც დავდივარ.

5-26-28 ივლისი 2016 წელს „მერე რა თუ თქვენი ცა“ 20 კაციანი ჯგუფი ვიყავით ქუთაისში.  იქ წამაკითხეს ზურად გორგილაძის ლექსი „მარადიდი“. კიდევ შარშან შვიდ კაციანი დელეგაციით ზურაბ გორგილაძის მე-80 დაბადების დღეზე ვიყავით ბათუმში, და მისი სახლ-მუზეუმშიც წავიკითხე ლექსი „მარადიდი“. ძალიან მიყვარს ამ ლექსი. რა თქმა უნდა, სხვა ლექსებიც მაქვს, ზოგი ჩემი წაკითხული yutube – ზეა დადებული. ხანდახან სტამბოლის ცნობილ მოედნებზე ვკითხულობთ ქართულ ლექსებს.

სიამოვნებით. თურქეთში კერძოდ სტამბოლში არსებული ქართულ ასოციაციები ერთბლივად ქართული კულტურის გაცოცხლებაზე ვმუშაობთ. საქართველოს მწერლებთან, უნივერსიტეტებთან ორმხრივ ღონისძიებებს ვაკეთებთ. გვაქვს საკვირაო ქართული ენის კურსები და ყოველ 14 აპრილს სტამბოლის ქართული ასოციაციები ერთობლივად აღვნიშნავთ „დედა ენის დღე“ს.

რა არის თქვენთვის ქართული კულტურა?

– რაც შეეხება ქართული კულტურასთან დაკავშირებით, უპირველესად ვამაყობ რომ ქართველი ვარ. ჩემი ქართული ისტორია და ქართული კულტურა ჩემი აზრით, მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. როცა საქართველოში მივდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს საქართველოში გავიზარდე.

ესაუბრა მანანა ლეშკაშელი

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here