ანონსიახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

ხვალ ქუთაისში დაგეგმილია აქცია: „აწარმოე რეალური პოლიტიკა“

 

 

ბოლოწლებისმანძილზე, საკანონმდებლოორგანოსმოღვაწეობაუმეტესადფოკუსირებულიიყოისეთისაკითხებისირგვლივ, რომელთაპრობლემატიზებახელოვნურადხდებოდა. შედეგად, ფსევდოდისკურსებმადაჩრდილარეალურიპოლიტიკურისაჭიროებები და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკურიხედვები. პარასკევს, 18 ნოემბერს, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს აქტივისტური ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი და პროფესიული კავშირი მართავს აქციას: „აწარმოე რეალური პოლიტიკა“,რათა მოუწოდოს პარლამენტარებს დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

  1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
  2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
  3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
  4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
  5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

აქციას მართავენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • მწვანე მუშტი
  • ქალთა მზერა
  • თვითორგანიზების ქსელი
  • აუდიტორია 115
  • ახალგაზრდა მწვანეები
  • თეთრი ხაურის მოძრაობა
  • თბილისის სოლიდარობის ქსელი

შრომის ინსპექციის მოთხოვნის ნაწილში აქციას უერთდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts