ანონსიახალი ამბებიკულტურასაზოგადოება

“Giedružė” – ლიტვური ფოლკლორული ანსამბლი სიღნაღშია!

თანამეგობრობა

 

 

28 ოქტომბერს სიღნღის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლი – გიედრუჟე წარსდგა.

ლიტვური ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი აუდრონე ბურზინსკიენე ამბობს, რომ ჰანგები, რომლებიც მათ ააჟღერეს ქართული პუბლიკისთვის 200 წლისაა, მათი წინაპრების მიერ დაწერილი და ერთ დროს ნამღერი…

ანსამბლი ლიტვის ერთ-ერთი რეგიონიდან – ნერინგადანაა, ქალაქი ნიდა.

ლიტველი სტუმრები აღფრთოვანებული არიან საქართველოს კულტურით, ისტორიით, განსაკუთრებით მოსწონთ ქართული სამზარეულო და ტრადიციული ქართული სუფრა, საქართველოს ბუნება.

უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ქუთაისი, თბილისი, სიღნაღი, აპირებენ ყაზბეგის მონახულებასაც.

ანსამბლს სიღნაღში და სხვა ქალაქებში გიდობა გაუწია საქართველოს გიდების ასოციაციის გიდმა თენგიზ ნაყოფიამ.

-ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ ასეთი გიდები უნდა ჰყავდეს საქართველოს, თენგიზი (თენგო) მართლაც რომ უკონკურენტოა ამ დარგში, მან კარგად იცის, თავისი ქვეყნის ისტორია და გეოგრაფია, კულურა და ხელოვნება.

ვფიქრობთ რომ საქართველოს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენ ისევ გეწვევით.

სიღნაღში გამართულ კონცერტს, რომელიც ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ნიშნად ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და ადგილობრივი მთავრობა დაესწრო.

მსგავს ღონისძიებებს – “გიედრუჟე” მომავალშიც გეგმავს.

 

მანანა ლეშკაშელი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts