ანონსიახალი ამბებისაზოგადოებაწალკა

კულტურათა დიალოგი და ყველაზე მრავალფეროვანი რაიონი-

                                                                                                                                                         რეპორტაჟი წალკიდან

დღეს პირველად ვარ წალკაში და პირველი თოვლიც მოვიდა…

არ ვიცი რამდენად შევძელი დასახული მიზნის გამართლება – ერთი პატარა რაიონის, ერთი ცის ქვეშ მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრების აღწერა…

თუმცა ჩემმა მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა…

უკან დაბრუნებისას გზადაგზა კიდევ უფრო ძლიერ თოვდა, ნისლში, სითეთრეში გახვეული დავტოვე პატარა სახლები…

ჩანს მკაცრი ზამთარი ელოდებათ წალკელ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანლებს, ბერძნებს, ოსებს თუ ქურთებს…

 

წალკა – საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი და ინტერნაციონალურად, პოლიტიკურად გამორჩეული რაიონია.

წალკაში წლების განმავლობაში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ ბერძნები, აზერბაიჯანლები, სომხები, ასევე ეკო-მიგრანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – სვანეთი, აჭარა.

აქ პერიოდულად, სხვადასხვა პოლიტიკური ფაქტორის გამო მიმდინარეობდა ქართველი თუ სხვა ეროვნების ადამიანების ჩასახლება თუ განსახლება…

წლევანდელი, 2016 წლის მონაცემებით,  წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა ეროვნების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული –  სულ 47, 63 % – ქართველია, 7,07% – ბერძენი, 36,2% – სომეხი, 8,9% – აზერბაიჯანელი, 0,05 – ოსი და 0,01% – ქურთი.

როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ მოსახლეობას შორის, რამდენად შემწყნარებლურია უმრავლესი რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენლები უმცირესობის – განსხვავებული ტრადიციების, მენტალიტეტის, რელიგიის ადამიანების მიმართ, როგორ, რა პირობებში ცხოვრობენ წალკელები – რა სახის პრობლემები აქვთ ქართველებს თუ ეთნიკურ წარმო1%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-4მადგენლებს და როგორ აგვარებენ მათ – ამ და სხვა თემების შესახებ  – ჩემი თვალით დანახული წალკის შესახებ მოგითხრობთ.

შესალოა, დღესვე გვითხრას მეპატრონემ – წადით

ვიდრე წალკაში ჩავიდოდი, გზადაგზა, ტრანსპორტშივე ვეცადე გამეგო წალკელი საზოგადოების განწყობა, ხასიათი, მათი სოციალური ფონი, დღევანდელობა…

ჩემი თანამგზავრი წალკამდე ახალგაზრდა სტუდენტი 21 წლის, განთიადელი ბადრი ძირკვაძეა, როგორც ის ამბობს, მშობლებთან ერთად 9 წლის ასაკში დატოვა აჭარის ერთ-ერთი სოფელი და როგორც უსახლ-კაროდ დარჩენილებს მაშინდელმა მთავრობამ წალკაში დაუდო ბინა.

განთიადი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია. მისი თქმით, იქ 80 % მუსულმანია, დანარჩენი კი ქრისტიანი.

ბადრი ძირკვაძე აცხადებს, რომ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის მეგობრული, კეთილგანწობილი ურთიერთობებია, სოფელში არის ეკლესია ქრისტიანებისთვის და სალოცავი მუსულმანებისთვის, რაშიც ადგილობრივი მთავრობა დაეხმარა მუსულმანებს.

ჩემთან საუბრისას ბადრი ძირკვაძე ოჯახურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სახლში, სადაც აჭარიდან გადმოსახლების შემდეგ ცხოვრობდნენ ბერძნებისაა. მეპატრონეები დაუბრუნდნენ მათ საკუთრებას და სულ რამდენიმე დღეში თუ თვეში, მას შემდეგ, რაც სახლში ბერძნები სარემონტო სამუშაოებს დაასრულებენ, ძირკვაძეებს  სახლის დაცლა და ახალი თავშესაფრის ძიება მოუწევთ.

ბადრი ძირკვაძე სახელმწიფოს ალტერნატიული გზების მოძებნას სთხოვს – შესალოა, დღესვე გვითხრას მეპატრონემ – წადით – ჩვენ მივმართეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რათა დავეფინანსებინეთ თანხით – ოჯახზე 2500 ლარი, მაგრამ უარი მივიღეთ.

ბადრი ძირკვაძე მე-3 კურსის სტუდენტია, მაგრამ უსახსრობის და დაბალი ეკონომიური მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ ის მომავალ წელს სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში.

ანალოგიური პრობლემაა აჭარის სოფელ ჭვანიდან ჩამოსახლებულ ხათუნა მოსიძის ოჯახშიც, ის ქმარ-შვილთან ერთად დღე-დღეზე ელოდება, როდის ეტყვის მეპატრონე ბერძენი სახლი დაგვიცალეთო.

-სახ%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-1ლი ბერნებისაა და მათ სრული უფლება აქვთ მოგვთხოვონ სახლის დაცლა. სახელმწიფოს ვთხოვთ დაგვეხმაროს ამ სახლის შესყიდვაში, რომელსაც მეპატრონე 15 000 დოლარად აფასებს.

 

განსხვავებული რელიგიური სამყარო…

განსხვავებული წესები და ტრადიციები…

ქრისტიანებისგან განსხვავებით, მუსულმანი კაცები და ქალებიც მათ შორის არ აღიარებენ რომ ოჯახში ქალი დაჩაგრულია, უპირატესი კი მამაკაცი, მაგრამ ქრისტიანი ქართველების თვალით დანახული მუსულმანი ქალები, დამცირებული, შეურაცხყოფილი  და დაკნინებულია – ოჯახში ქალები ეწევიან უმძიმეს სამუშაოს – ჩეხავენ შეშას, ეზიდებიან წყალს, მამაკაცებს ჰყავთ ერთზე მეტი ცოლი, დაბალია განათლების დონე, უმრავლესობამ არ იცის წერა-კითხვა.

– ქალზე ზედმეტი არ დეილაპარაკება. – მეუბნება ერთ-ერთი მუსულმანი ქალი საუბრისას და ამით ოჯახში ქალის უპირატესობას უსვამს ხაზს, თუმცა, მისივე თქმით, მათი რელიგია ქალს მამაკაცის განკარგულებაში ყოფნას ავალებს. რატომ უნდა გევიდეს ქალი მამაკაცის დაუკითხავად სახლიდან, ან შორს რომ მიდის სახლში არ უნდა დეიბაროს… – ამბობენ მუსულმანი ქალები.

მუსულმანებში ქრისტიანზე ქორწინება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მეუღლე მათ სარწმუნოებაზე გადმოვა.

ასევე აჭარიდან ჩამოსახლებული ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომელი  ნადია ჭელიძე აცხადებს,  წალკაში იმიტომ გადმოსახლდნენ რომ აქ უკეთესი პირობებია მათთვის.

წალკელები ძირითადად მესაქონლეობას, მებოსტნეობას ეწევიან აქ ტურზმის განვითარების დიდი პერსპექტივაა, ამის შესახებ ეროვნებით სომეხი – საქართველოში გაზრდილი და დაბადებული დაშბაშელი, სტომატოლოგიური კლინიკის უფროსი არმენ მიკირტიჩიანი საუბრობს და სახელმწიფოს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

დასუფთავების პრობლემაზე საუბრობს არმენ მიკირტიჩიანი, ის ამბობს რომ სოფელ დაშბაშში, სადაც ულამაზესი კანიონია წელს 15 ათასამდე ტურისტი იყო ჩამოსული, დაშბაშის ტერიტორია ხშირად ბინძურდება, სოფელში არ დგას ნაგვის ურნები, არც ნაგავსაყრელია, მოუწესრიგებელია შიდა გზაც.

ახლო მომავალში შიდა გზების მოწესრიგებასა და ნაგვის ურნებით აღჭურვაზე საუბრობენ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები – ევგენია ფურცელაძე – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და მაიზერ გვიჩიანი სპორტისა და კულტურის განყოფილების უფროსი.

მაიზერ გვიჩიანი წალკელების მიღწევებზე მიყვება.

-ჩვენ გვყავს მსოფლიო და ევრაზიის ჩემპიონები ბერძნულ-რომაულ და ბრძოლა წესების გარეშე სპორტის სახეობაში.კულტურათა დიალოგი და ყველაზე მრავალფეროვანი რაიონი-

წელს, ანსამბლი – თრიალეთი გახდა ლაურეატი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ფოლკლორულ ფესტივალში. გვყავს არა-ერთგზის გამარჯვებული და პრიზების მფლობელი მოცეკვავეთა ანსამბლი – თაობა.

ერთ-ერთ საერთო პრობლემად მოსახლეობა ბუნებრივი აირის ხელმიუწვდომლობას ასახელებს და ადგილობრივ გაზის კომპანიებს თუ მთავრობას პრობლემის უახლეს პერიოდში მოგვარებას სთხოვენ. მათი თქმით, წალკის რამდენიმე ტერიტორია არ არის გაზიფიცირებული, რაც უშეშობის გამო მოსახლეობას მოახლოებულ ცივ ზამთარში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

არმენ მიკირტიჩიანი ბაგა-ბაღების დეფიციტზეც საუბრობს, – მთელ წალკის რაიონში მხოლოდ ერთი ბაგა-ღია, სადაც იმაზე მეტი ბავშვია განთავსებული, ვიდრე ეს ნორმირებულია.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, წალკის რამდენიმე სოფელში უკვე დაწყებულია ბაგა-ბაღების მშენებლობა, თუ რეაბილიტაცია.

 

ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო, ქართული ენა,

ამიტომაც დავბრუნდით…

 

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ეროვნებით ბერძენი ლიანა მამუშარევი – მიხაილიდისი ოჯახთან ერთად წლების შემდეგ დაუბრუნდა წალკის მშობლიურ სახლს.

-საბჭოთა კწალკელი ბერძნებიავშირის დროს ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, საუკეთესო პირობებში, მისი დანგრევის შემდეგ კი წავედით საბერძნეთში, რამდენიმე წელია ჩემი ოჯახი კვლავ დაბრუნდა საქართველოში, ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო, კარგად ვიცით ქართული ენა, აქ წალკაში ჩვენი წინაპრების საძვალეებია, ჩემი შვილები  – ლიონია და სპარტაკი ერთმანეთს ტელეფონზეც კი ქართულად ესაუბრებიან. მე და ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრს არ გვაძლევენ საქართველოს მოქალაქეობას, რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, საქართველო ხომ ჩვენი სამშობლოცაა.

თვალის ერთი შევლებით ჩანს რომ განსხვავებული ეროვნების, რელიგიის, კულტურისა და ისტორიის მქონე ადამიანებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულებაა, რასაც თავადაც აღიარებენ, თუმცა, იმის დაუნახაობაც შეუძლებელია, რომ პროტესტიც გრძნობაც გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ- ასლან ხოზრევანიძე ამბობს, რომ წალკაში უპირატესობით ბერძნები სარგებლობენ, მათ აქვთ სახლ-კარი, მიწები, ცხოვრების საუკეთესო პირობები, ხოლო, აჭარიდან ჩამოსახლებული ქართველები სხვების სახლებში ცხოვრობენ, საიდანაც შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოასახლონ და კვლავ უსახლ-კაროდ დარჩნენ.

***

თრიალეთის საჯარო სკოლა 110 – მდე ქართველ, სომეხ, ბერძენ, აზერბაიჯანელ მოსწავლეს აერთიანებს.  სკოლას ჰყავს წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეები, იყო შემთხვევები, როცა სკოლადამთავრებულმა ეროვნულმა უმცირესობებმაც კი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი ქულები მოიპოვეს და უფრო მეტიც, ქართველებსაც კი აჯობეს.

სკოლა ქართულ ენოვანია. რეაბილიტაციას საჭიროებს სკოლის კარ-ფანჯრები, სკოლას არა აქვს სპორტული დარბაზი.

აღნიშნული პრობლემა სკოლამ უკვე დასვა საქართველოს განათლების სამინისტროში, პრობლემა სავარაუდოდ მომავალ წელს მოგვარდება, აცხადებს სკოლის დირექტორი დავით ფარჯიანი.

წალკა… საქართველოს ერთ-ერთი პატარა რაიონი, დასახლებული განსხვავებული ეროვნების, რელიგიის, კულტურის ადამიანებით, რომელთაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული წესები თუ ტრადიციები აქვთ, მაგრამ ამ განსხვავებულ ადამიანებს, ერთი, ყველაზე დიდი რამ – საქართველოს სიყვარული, პრეტენძია ქართველობაზე აერთიანებთ…

p.s.ეკომიგრაცია და სიღარიბე

25 ოქტომბერს, წალკა თეთრ სამოსელში გახვეული პატარძალივით შემეგება, ჩამეხუტა, მომეფერა და მომესიყვარულა ის და მისი მკვიდრები – ქართველები – სვანები, აჭარლები, აზერბაიჯანლები, სომხები, ბერძნები – სითბომ გამილღო სულში და სხეულში გამჯდარი სიცივე…

დღეს პირველად ვარ წალკაში და პირველი თოვლიც მოვიდა…

არ ვიცი რამდენად შევძელი დასახული მიზნის გამართლება – ერთი პატარა რაიონის, ერთი ცის ქვეშ მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრების აღწერა…

თუმცა ჩემმა მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა…

უკან დაბრუნებისას გზადაგზა კიდევ უფრო ძლიერ თოვდა, ნისლში, სითეთრეში გახვეული დავტოვე პატარა სახლები…

ჩანს მკაცრი ზამთარი ელოდებათ წალკელ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანლებს, ბერძნებს, ოსებს თუ ქურთებს…

 

                                                                                                                                                    მანანა ლეშკაშელი

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts