ანონსიახალი ამბებიბიზნესიფერმერი

კახეთში ყურძენი 15 ათსამდე მევენახემ ჩააბარა

 

რთველის 2016-ის ფარგლებში ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.

რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება. 28სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია89ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6ათასი ტონა საფერავი,  2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებულიყურძნისრაოდენობითმუნიციპალიტეტებისმიხედვითშემდეგიმდგომარეობაა: გურჯაანი – 30ათასიტონა,თელავი – 22,5ათასიტონა, ყვარელი – 20,5  ათასიტონა, სიღნაღი – 6,8ათასიტონა, ლაგოდეხი –  2,7ათასიტონა, ახმეტა –  2,5 ათასიტონა,საგარეჯო-  2,4 ათასი ტონადა  დედოფლისწყარო – 1,8 ათასიტონა.

კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები – 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა5 425 ტონა შეადგინა.

28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის,9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზედა  კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე  – 0,45 ლარი;

საფერავზე –  1 კგ-ზე – 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონშიმუჯურეთული/ალექსანდროულზე –  1 კგ-ზე – 2 ლარი.

 

 

 

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზეhttp://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts