ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

რთველი კახეთში

 

საქართველოს მევენახეობის  მთავარ რეგიონში, კახეთში  უახლოეს დღეებში რთველი  აქტიურ ფაზაში შევა. აგვისტოს ბოლოს, ყურძნის კრეფა ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის,  რთველის პროცესში ფაქტობრივად კახეთის მთელი რეგიონია ჩართული.

რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, თელავში 24 საათიანრეჟიმშიმუშაობსსაკოორდინაციოშტაბი, სადაც სრულად მობილიზებულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსი. შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, მათგან 30-ზე მეტი უკვეჩართულია  ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.

სოფლისმეურნეობისმინისტრი ლევან დავითაშვილირთველი 2016-ისსაკოორდინაციოშტაბისწევრებსშეხვდადართველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.   შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მინისტრს ყურძნის გადამუშავების სტატისტიკა გააცნო.ლევან დავითაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმაღვინისსაწარმოებიც დაათვალიერეს და  ყურძნისგადამუშავებისპროცესსადგილზე გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რთველი ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება.

„ისტორიულად რთველი ზეიმთან ასოცირდებოდა.იმედი გვაქვს,  წლევანდელირთველი ორგანიზებულად, წარმატებულად  წარიმართება და მევენახეებსნამდვილად საზეიმო განწყობა ექნებათ. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი უახლოვდება  ძალიან აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს. ამისთვის სრულმზადყოფნაშია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკური საშუალებები და ვფიქრობ, წლევანდელი რთველი შეუფერხებლად წარიმართება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კახეთის რეგიონში  წელსაც უხვ მოსავალს, სავარაუდოდ 200 ათას ტონამდეელოდებიან. აქედან 134,3 ათას ტონამდე რქაწითელი იქნება, 54,4 ათას ტონამდე საფერავი და 4 ათას ტონამდე კახური მწვანე.

13 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  18,4 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი,  960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2  მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 123 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 34 ღვინის კომპანია, მათ შორის 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

რთველის პროცესში აქტიურად არის ჩართული „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა.

„ჩვენმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება 29 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის მიღებული გვაქვს 1900 ტონა. აქედან 1300 ტონა საფერავი, 600 ტონა რქაწითელი. მთლიანობაში ვგეგმავთ 5 ათასი წითელი, დაახლოებით 1000 ტონა თეთრი და 9 ათას ტონა საბრენდე ყურძნის გადამუშავებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გლეხი არ დავაყობნოთ რიგში“ – აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარმა მეღვინემ ლევან ყანჩაველმა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, გასული წლების მსგავსად, მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

„რთველიფაქტობრივადდასრულდადედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტში, სადაცყურძნისძირითადინაწილიგადამუშავებულია. სიღნაღშიდაკრეფილიადასაღვინემიმართულებითგადამუშავებულიამოსავლისდიდი ნაწილი.  ყურძენისიმწიფეშიშედისკახეთის დანარჩენ ზონებში. კერძოღვინისქარხნებიელოდებაყურძნისდამწიფებასდამზადაამიღება-გადასამუშავებლად. იმშემთხვევაში, თუმაინცდარჩაჭარბიყურძენი, რომელსაცკერძოსექტორივერგადაამუშავებს, სახელმწიფოსმიერდაქირავებულიქარხნებიცმზადყოფნაშიაყურძნისმისაღებად. გასულიწლისმსგავსად, ჩაუბარებელიყურძენიარდარჩება“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებითა და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით:კახეთის რეგიონში: • 1 კგ. რქაწითელი- 45 თეთრი; 1 კგ. კახური მწვანე – 45 თეთრი;  • 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლებამ, 2013 წლიდან კახეთის რეგიონში განახორციელა წარმატებული პროგრამები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი რთველია.

2013-2014-2015 წლებში კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, ღვინის საწარმოებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 400 მლნ-მდე ლარი მიიღო.

გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts