კონტაქტი

გოგი მეშველიანმა სოფელ ნახიდურში შეხვედრა გამართა

ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა სოფელ ნახიდურში შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა სოფელ ნახიდურში შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ჩემი გამგებლობის პერიოდში ზედმიწევნით კარგად შევისწავლე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მიმაჩნია, რომ მათი უმოკლეს ვადებში ეფექტურად გადაწყვეტისთვის , საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, რაც საქართველოს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts