ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

მერაბ ქვარაია მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია  მე-7, მე-8 და მე-13 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა.მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქშიგანხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

,,ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ზუგდიდის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრა  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ვგრძნობ ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერასდა ვხედავ, რომ ,,ქართული ოცნებადამაჯერებლად იმარჯვებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რაც მთავარია, ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა მისაღებია იმ ასობითადამიანისთვის, ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ. ზუგდიდი ემზადება არამარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ უდიდესი გამარჯვებისთვის,განაცხადა ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მერაბ ქვარაიას წინასაარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
unnamed (2) unnamedunnamed (1)

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts