ანონსიახალი ამბებიკულტურასაზოგადოება

პირველი ღია თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“

თბილისის პირველი ღია თასი

ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“

 

2016 წლის 2-4 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 14 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე, სახელდობრ:  აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ჰოლანდია.

 

საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით: „შარშან ნოემბერში თბილისმა უმასპინძლა მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. ღონისძიების მაღალმა ორგანიზაციულმა დონემ, საზოგადოებრივმა რეზონანსმა და უცხოელი მონაწილეების მაღალმა შეფასებებმა, გვაფიქრებინა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ინტელექტუალური ფესტივალის დაარსება. 2-4 სექტემბერს სწორედ ასეთი ღონისძიება – თბილისის პირველი ღია თასი გაიმართება“.

 

ფესტივალი ჩატარდება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პირადად ქალაქის მერის, დავით ნარმანიას პატრონაჟით.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ღვინო – შუმი

ჩემპიონატის ოფიციალური ბრენდი – სარაჯიშვილი

ჩემპიონატის ოფიციალური წყალი – ბორჯომი

 

პარტნიორები:

. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

ტურისტული კომპანია „Captain+”

 

 

ფესტივალის თამაშები სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიმართება.

 

ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს ბევრი უძლიერესი მოაზროვნე. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 25 გუნდი დაიცავს, მათ შორის: დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, ალექსანდრე თარხან-მოურავისა და სხვა ექვსეულები. დავით რაფავას ექვსეული პირველ ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია. ფესტივალის გამარჯვებული მოიპოვებს მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ა.წ. 11-13 ნოემბერს სომხეთში გაიმართება.

 

საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. კვირას, 4 სექტემბერს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: გიორგი მოსიძე 599504793

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts