კონტაქტი

გოგონა, რომელიც ნანგრევებში 17 საათი იყო, გადაარჩინეს

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=U1TWq-mi1Bw[/embedyt][embedyt]
სულ მცირე, 159 ადამიანია დაღუპული იტალიაში გუშინ გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მაშველები, პრაქტიკულად, მიწასთან გასწორებული ქალაქის – ამატრიჩეს ნანგრევებიდან ადამიანების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

euroline.ge წერს, რომ ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელშიც 70 ტურისტი ცხოვრობდა, მხოლოდ 7 არის ამ დროისთვის ამოყვანილი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კარვებში გაატარა. მაშველებმა ღამით, ფანრების შუქით იპოვეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს 10 წლის გოგონა, რომელმაც სახლის ნანგრევების ქვეშ 17 საათი გაატარა. ამ დროისათვის 400-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

დღეს იტალიის მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციასა და დაზარალებულთა დახმრებაზე იმსჯელებენ.

ბოლოს იტალიაში მიწისძვრა 2009 წელს მოხდა, რომლის დროს 300 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დამაგრეველი მიწისძვრა კი 1908 წელს, სიცილიაზე მოხდა. მაშინ სტიქიამ 80,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts