ანონსიახალი ამბებისაზოგადოებაწალკა

წალკა. სოფელ გუმბათში გაიხსნა მერაბ ჭელიძის სახელობის მემორიალი

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.გუმბათში საზეიმოდ გაიხსნა 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის მემორიალი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათში მერაბ ჭელიძის სახელობის სტადიონზე სასპორტო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა ტურნირი ფეხბურთში მერაბ ჭელიძის სახელობის თასზე, გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა. დაღუპული გმირის საპატივცემულოდ გამართულ სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები და თანამშრომლები, დაღუპული გმირის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მერაბ ჭელიძიწალკა. სოფელ გუმბათს საკუთარი გმირი ჰყავსს ოჯახს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაეწია ერჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts