ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას –
„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო
მიკროავტობუსები შეუერთდნენ.

კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები შპს „თბილისის მიკროავტობუსის“
სახაზო მიკროავტობუსებზე განთავსდა. სამარშრუტო მიკროავტობუსებში არსებულ
მონიტორებზე კი მგზავრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე შსს-ს
საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეორგოლს უჩვენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან
საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო
შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts