ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

დააკავეს კანონიერი ქურდობის ბრალდებით

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის
ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი
თეიმურაზ ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის
ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ
ქურდად“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts