ანონსიახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

თურქეთში წასვლის მსურველ ქართველებს! _ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თურქეთში წასვლის მსურველ ქართველებს! _ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საყურადღებოდ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის ხელისუფლებას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს შეზღუდვები: აკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და ქვეყნიდან გასვლა, ქუჩებში გადაადგილება და ტრანსპორტით თავისუფლად მიმისვლა, პირთა პირადი ნივთების და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება და კონფისკაცია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი დაცალკეულ რეგიონში შესასვლელად დააწესოს სპეციალური საშვები და ა.შ. „თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები: სარფი, ვალე და კარწახი მუშაობენ საგანგებო რეჟიმით, ხოლო რაც შეეხება ავიამიმოსვლას, უსაფრთხოებისა და კონტროლის გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები აეროპორტებში გამოცხადდნენ 5-6 საათით ადრე“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო:რადიო თავისუფლება

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts