ანონსიახალი ამბებიმსოფლიო

მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის
ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი
ხის საამქროდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას,
ხის საამქროდან მოპარული ელექტროხელსაწყოების გარდა, ამოიღეს „ეფ-1“-ის
ტიპის ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი, 6.81 გრ გამომშრალი
მარიხუანა და 2 ძირი კანაფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისა და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 265-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts