ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციაზე

კითხვა: რა არის დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio- განსხვავება) ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას.
დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული,  სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის,პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისგამო.
დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დეიურე -სამართლებრივი დისკრიმინაცია),ან მხოლოდდამხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს – დეფაქტო.

კითხვა: აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში?

პასუხი:საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლა დ რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული,  მიუხედავადამისა,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა,რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლ იჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.

მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრის და სხვანიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა. კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.  კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით„ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის142 1 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა,  დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით  დაისაჯოს ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.

კითხვა: ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?

პასუხი:დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.

დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.

კითხვა: ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე,  კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,მათი შინაარსის გათვალისწინებით,  ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.  შესაბამისად იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.
მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები,  რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯაროსამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციული ურიდიულ პირებად (ააიპ)  რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის და წესებით შესაძლოა განხილულიქნეს დისკრიმინაციად.

კითხვა: რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?

პასუხი: პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა – პირდაპირი და ირიბი.

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა,რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ან ალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. მაგალითად,
პირდაპირია დისკრიმინაცია თუ  კანონი პირდაპირ და  გაუმართლებლადზღუდავს რასის, კანისფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ან ალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარმდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფპირებს.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის  შეხედულებებს. 

ss33ed91fcc0-4092-4792-bf79-2cb56062649f

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts