ანონსიახალი ამბებიმსოფლიოსპორტი

კრივის ლეგენდა მუჰამედ ალლი გარდაიცვალა!

 

კრივის ლეგენდა მუჰამედ ალლი ხუთი დღე იმყოფებოდა არიზონას საავადმყოფოში სადაც მას თანდათან დაეწყო  სუნთქვა უკმარისობა, ოჯახთან(ცოლთან და შვილთან) გამომშვიდობების შემდეგ  შაბათს 4 ივნნის  9:10 საათზე გარდაიცვალა…

ოჯახი განცახადებით 74 წლის სპორტის ლეგენდის  ცხედარი გადასვენდება მის მშობლიურ მხარეს კენტუკიში, ლუსვილში სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და ისწავლა. მისდამი  პატივის მისაგებად ორი დღე  გაიმართება სახალხო მსვლელობა ქუჩებში…

კასიუს კლეი კენტუკში, ლუსვილში დაიბადაკრივის ლეგენდა მუჰამედ ალლი გარდაიცვალა!. მან 1959 და 1960 წლებში „ოქროს ხელთათმანების“ სამოყვარულო ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო იმავე 1960 წელს მძიმეწონოსანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კლეი თავს ყველაზე დიდ მოკრივედ აცხადებდა და მას პრეტენზიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ, ვიდრე ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა არ დაამტკიცა. ოლიმპიური წარმატების შემდეგ პროფესიონალი გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ კი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო.

1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან უარი თქვა ამერიკის არმიაში სამსახურზე და მონაწილეობა არ მიიღო ვიეტნამის ომში. საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს.

ალი რინგზე 70-იან წლებში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ორჯერ დაკარგა, 1974 წელს კვლავ დაიბრუნა ჯორჯ ფორმანთან ორთაბრძოლაში, რომელსაც „აურზაური ჯუნგლებში“ უწოდეს, 1978  წელს კი ლეონ სფინქსთან გამართულ მატჩში. ამგვარად, ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts