ანონსიახალი ამბებიფერმერი

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხები განიხილეს

კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს სოფლის

მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის

მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი

ესწრებოდნენ.

„საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნულ

სურსათზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ამ

კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის

მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის23ec0e00-88b4-4b56-a773-c60f0ac2c0fe

უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების

პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს რეგიონებში არსებულ

პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის სეიმის დეპუტატი წევრი

ტომაშ მაკოვსკი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პოლონეთი ერთ-

ერთი წარმატებული ქვეყანაა.

შეხვედრას ასევე გორის რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი, დარგში დასაქმებული მეწარმეები,

კოოპერატივების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts