ახალი ამბებისაზოგადოება

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ წალკაში

 

 

14 აპრილს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონი“-ის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთადწალკის მუნიციპალიტეტს ეწვია,პროექტ „საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად. კონკურსი გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების ოცდაექვსმა მოსწავლემ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უხუცესთა ანსამბლმა „თრიალეთმა, ხოლო   გამორჩეულმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო შედეგების მქონე წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე – მარიამ კვიციანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს  სპორტის სასახლეში გამართულინტელექტ შეჯიბრის ფინალში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ – წალკის მუნიცალიტეტის გამგებელი ილია საბაძე , პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილეები ემზარ გელოვანი და ფეოხარ პარასკევოვი, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის სხვა თანამშრომლები, პედაგოგები, მშობლები და გულშემატკივრები.

პროქტ ეტალონის ავტორმა და წამყვანმა განაკუთრებული მადლობა გადაუხადა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეებს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსსმაიზერ გვიჩიანს და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს არსენ ჯმუხაძეს გაწეული  მხარდაჭერისათვის.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts